აქ რომ შემოვდივარ ისეთ კარგ ხასიათზე ვდგებიიი

ძაან საყვარლები არიან თავიანთი გულუბრყვილო აზრებით.
ეხლა ტასოს ენაკვიმატობები:
- არ გააკეთო ეგ, თორემ გცემ.
- დედა, გუშინ ხომ მცემე უკვე?
- ხოდა კიდევ გცემ.
- შენ არ გითხრეს, რომ ბავშვების ცემა არ შეიძლება?
- დედა გიყვარვარ, ძალიან გიყვარვარ (ანუ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარო)
გავა ოთახიდან და 2 წუთში შემოვა, გაიკრიჭება: მამა, ჰალოოო!
კიდევ გავა და შემოვა: ჰალოოო მამაა!
მეთქი მამას ნუ მეძახი.
- აბა, ყველას მამა რომ ყავს ბაღში?
მერე თავისთვის: ა, ხო, სახლში ქართულად, გარეთ - გერმანულად. სახლში - ჯანმრთელობა, გარეთ - გეზუნთხაით (ჰ-ს ვერ ამბობს).
- ვას მა დღუ დედა?

(ვას მახსთ დუ - რას აკეთებო ანუ)
გერმანული სიმღერა: "ბალდ ნიკოლაუს აბენდ და" .
ტასოს ინტერპრეტაცია: "მანი ნიკოლაუს ხაბენ და".
დღემდე უკვირს ყველაფერს ორი სახელი რატომ აქვს
მომავალი იწყება დღეს...