დღეს რაღაც ძაან ვარ პოსტაობის ხასიათზე
ხოდა ესეც ჩემი მშობიარობის ისტორია:
დავიწყებ ორსულობიდან, როცა პირველივე ეხოზე მითხრეს აბორტი უნდა გაიკეთოო, კისტა მქონდა დიდი, და ნებისმიერ დროს ამ კისტის გასკდომის საშიშროება იყო. ეს საშიშროება რათქმაუნდა იზრდებოდა ბავშვის გაზრდასთან ერთად.... ვნახულობდი კვირაში 3-4 ექიმს. სულ წამლები, სულ წოლითი რეჟიმი, სულ ეხოები და სულ ერთი და იგივე პასუხი, ღმერთმა ქნას მე7 თვემდე მიხვიდე უპრობლემოდ, მერე თუ გაგისკდება კისტა ეგრევე საკეისროს გაგიკეთებთ და ბავშვი გადარჩება, თუ მანამდე გაგისკდა კისტა მაშინ პიზდეციიი.....ბუნებრივ მშობიარობაზე საერტოდ ლაპარაკი ზედმეტი იყო..
ერთმა ექიმმა მესამე თვეში შემომთავაზა ოპერაციის გაკეთება, რაც ნიშნავდა 80% ბავშვის დაკარგვას.. ხოდა დავაპაშოლე ეგრევე ის ექიმი

ასეთი წოლითი რეჟიმების გამო, მე და ქმარუკა გადმოვედით ჩემებთან. ამ ყველაფერ სიკეთეს დაემატა მამაჩემი, რომელიც ჩემი ორსულობის დროს 3ჯერ იწვა საავადმყოფოში, ერთხელ გაიკეთა გულის ოპერაცია და ორჯერ დაკარგა გონი, მათ შორის ერთხელ დედაჩემის ყვირილით გამეღვიძა ღამის 4 საათზე ჩქარა სასწრაფოს დაუძახეთო და რომ გავედი რა ხდებათქო მამაჩემი დავინახე ძირს დაგდებული, იდეალური ორსულობა მქონდა, არავითარი ნერვიულობა

ამას ყველაფერს დაუმატე ორსულობის დროს 8-9 საშინელი გამოცდა, როდესაც ერთ ლექტორზე მეტმა არ გამიწია ანგარიში ჩემი ვეება მუცლის გამო.
იმხელა მუცელი მქონდა 5-6 თვეში ხალხს 9 თვისა ვეგონე, მოვიმატე 26 კილო, როცა ამ კისტის გამო 12 კილოს მომატების უფლება მქონდა, დავსივდიიიიიიი და არაფერი არ მეტეოდა, ცხვირი ისე დამისივდა ყურიდან ყურამდე მქონდა
როცა მითხრეს უკვე შეგიძლია ნელნელა იაროო ეგრევე მანქანაზე მოვჯექი და გავიხარე რულაობა ისეთი მონატრებული მქონდა 8 თვემდე ვარულავებდი, მეცხრეში უკვე პედალზე ფეხის დაჭერა მიჭირდა ისეთი დასიებული ვიყავი
უი მერვე თვეში სამკურნალოდ ვიწექი ჩაჩავაში - იქ ვაფშე სხვა მიზეზები, ჰიპოქსია ისა ესა..
მოვიდა აგვისტოოც.. 21-ში ვიყავი დაბარებული ეხოზე, ხოდა თუ ბავშვი დიდი იყო მაშინ ყველავარიანტში საკეისრო უნდა გამეკეთება თუ პატარა იქნებოდა მაშინ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ვრისკავდი ჩვეულებრივად გაჩენას.. მარა ვინ დაგაცადა ამისი გაგებააა 21-ში სანამ გათენდებოდა გამეღვიძა რაღაც სისველე იყო

მეთქი რა ხდება

ექიმს დავურეკეთ ეგრევე და გადავწყვიტეთ რომ ბუნებრივად გამეჩინა
წავედით სამშობიაროშიიიი, ტკივილი ვაფშე არ მქონდა, მარტო მაკანკალებდა. ამაძვრინეს სკამზე გამსინჯეს (რა ბედნიერებაა გასინჯვა როგორ მიყვარს) და დაითრიეს რაღაცა დიდი რკინა, ეგრევე მივხვდი რომ ის რკინა ჩემთვის უნდა გამოეყენებინათ და წამოვიყვირე არაფერი არ გამიკეთოთ საკეისროს ვიკეთებთქო. კარგიო და შეაბრუნეს ის რკინა უკან. აუ რა მომეშვა ნეტა იცოდეთ
წავედი და წამოვწექი ოტახში, მე და ჩემი ქმარი ვიყავით და ვჭორაობდით, ტკივილები ვაფშე არ მქონდა, ხოდა ვიჯექი და ვიმეორებდი ტკივილები რომ წამოვა ღრმად უნდა ვისუნთქო და უფლის ლოცვა ვთქვათქო.. სადა არის ტკივილი ... არ არის ტკივილიი.. ველოდები და ველოდები, ისე მაინტერესებს რა არის ის ტკივილი რაზეც ყველა ლაპარაკობს, რომ ვერ წარმოიდგენ... ვწევარ და ვუცდიიი.. და აი ისიც, არ დააყოვნა, როგორც ადამიანი სიკვდილს და გადასახადებს ვერ გაექცევა ეგრე ორსული ტკივილებს... ამტკივდააა, ურაა რა მაგარია, ექიმი მოვიდა ამ დროს და ვეუბნები, ექიმო რა მაგარია ამტკივდა, საერთოდ არ არის ის ტკივილი რასაც ყველა იძახისთქოო. ექიმს ჩაეცინა, ჯერ არ გტკივაოოო

მეთქი რა უნდა იყოს რომ ვერ გავუძლოთქოო
ბავშვი ტირის, მოვალ და გავაგრძელებ