სადღაც დავწერე და კიდევ გავიმეორებ ამ თემის ხათრით : D
მოკლედ, მთელი ორსულობის დასაწყისში არაფერი ამტკენია და არც ტოქსიკოზები და ეგეთი რამეები მქონია. ბოლოსკენ როცა ვიყავი, თავს საშინელი ტონუსი დამესხა

34 კვირისას შეიძლებოდა ნაადრევი მშობიარობა დამწყებოდა...
ექიმმა მითხრა პასიური ცხოვრების წესსზე გადადიო... მეც ავდექი და( სწორედ მაშინ გადავედით ახალ ბინაში) რაც ძალი და ღონე მქონდა ვრეცხე და ვალაგე ( ნუ მომბაძავთ : D), აბა რა მექნა, მარტო ვიყავი :გულის აჩუყების სმაილი: და მეგობრები + ჩემი დაიკო მეხმარებოდა მარტო (რა ცოტაა : D)
ჰოდა ასეთ მოლოდინში გაქაჩა ჩემმა ბაიამ "კაკ მინიმუმ 41 კვირა ..
ერთ მშვენიერ ღამეს, მომეჩვენა, მუცელში თითქოს რაღაც გამიწყდა... ვიფიქრე ჩემი ბაია აფართხალდა მეთქი და რახან გაღვიძებულიც ვიყავი, ერთ ფრიად საჭირო ოთახში გასეირნება გადავწყვიტე...
ჰოდა რომ ავდექი, რაღაც ფეხები გამითბა

მივიხედ მოვიხედე და რას ხედავ ჩემი ლამაზი თვალები

წყლები არ გამდის თქრიალით?! გამოტატუნდი აბაზანაში, კარგად ვიბანავე, მერე მოვიმარჯვე "პოლისჯოხი" და წყლების ნაკვალევს დავადექი საძინებლისკენ, ვწმენდ და თან ჩემს ქმარს სიყვარულით და სინაზით სავსე ვაღვიძებ (ნუ არ მტკიოდა ჯერ : D), "მე მგონი დამეწყო, წყლები დავღვარე მეთქი." იმას რასაკვირველია დაავიწყდა გამოსაფხიზლებელი დამთქნარება რომ იყო ჯერ საჭირო, დააჭყიტა თვალები და დაიჭყანა: დადე გოგო მერე პოლისჯოხიო

ნუ მე რასაკვირველია არ დავდე და ბოლომდე დავიხარჯე, როგორც დიასახლისი : D თავმოყვარეობა ჯერ კიდევ მახსოვდა რა იყო : D
ამ დროისთვის უკვე ვმოქმედებდი გეგმის მიხედვით, რომელზე ფიქრშიც მთელი 9 თვე გავატარე : თუ როგორ მოვიქცეოდი მშობიარობის დღეს

მერე დავრეკეთ ჩემს ექიმთან, წყლებს რა უჭირს დაწექი და დაიძინე (ღამის 4 საათი იყო) დილით 10-ზე მოდიო, ხოო მეთქი შევფიქრიანდი, ასეთი ქვეშაფსია არ მინდოდა საწოლში ჩავწოლილიყავი...
თან 11 სართულზე ვცხოვრობ, ჰოდა იმაზე ვფიქრობდი, რომ ამტკივდება აქედან ნეტა როგორ ჩავალ მეთქი...(ლიფტი არ მუშაობს)
გადავრეკე ჩემებთან (პირველზე ცხოვრობენ) " სანამ ლამაზი ხარ იქამდე მოდი ჩვენთან, აქედან წასვლა არ გაგიჭირდებაო"..
ასე იყო თუ ისე, მაკიაჟი გავისწორე, კოსა დავისკუპე, ბარგი-ბარხანა გადავათვალიერე , მოვკარი და მხიარულად დავუყევით კიბეებს მე და ჩემი ქმარუკა...
გზაში ამტკივდა ცოტათი მუცელი და მაშინვე 5-4 წუთიანი შუალედებით, უი, მეთქი გავიფირე გახარებულმა, მგონი მალე გავაჩენ თქო..
დავურეკე ისევ ჩემს ექიმს და 6-ს ნახევარზე მოდიო...
ასე იყო თუ ისე მივედი სამშობიაროში, მეცვა უშველებელი ყავისფერი ბეწვებიანი პანჩო, (ფერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ) ნაცრისფერი სვიტრი, 40 ზომა შავი რეიტუზი და 50 ზომა ნაცრისფერი ქვედაბოლო , ყავისფერი წინდები და ცისფერი ჩუსტები

და ისე რიხიანად შევედი სამშობიაროში, ვიღაც-ვიღაცეების მშობლები და "ბალეშიკები" მაშინვე გამხნევდნენ ჩემი შემხედვარე :LOL :
ჩამაცვეს 60 ზომა პერანგი და ხალათი, ამაცოცეს რაღაც საწოლზე და გამსინჯა ექიმმა..
2 თითზე ხარ გახსნილიო... საღამომდე არ გააჩენო...არადა "რაფერ გინდა" დილის 6 საათია,, მთელი დღე მიდი და აჩინე რავარია...
შემიყვანეს ცალკე ოთახ+ბლოკში, მივეგდე საწოლზე და ველაპარაკები ერთს და მეორეს, თან ტკივილები მემატებააა...
ექიმს ვეუბნები: "მტკივა-თქო."
"არა არ გტკივაო : D წავალ ახლა მე და 10ზე მოვალო, შვილი უნდა მივიყვანო სკოლაშიო..."
წავიდა ექიმი, უკვე 8 საათია...
და ტკივილებმა დამიწყეს აქტიური შემოტევები, ინტერვალი მცირდება და მცირდება...
ასე 9 სათისთვის ისე მტკიოდა ავიღე ტირილით ყველაფერი გაუტკივარების თხოვნაში.. მაგრამ ვინ მოგისმინა..
სინაზე, სირცხვილი და კდემამოსილება რა ცნებებია, უკვე აღარ მასხსოვს

ამასობაში ეს ტკივილები ძალიან მაგონებს ჭინთვებს, ვდავრბივარ ტუალეტიდან საწოლზე...
ხოოდა მეთქი მოიყვანეთ ექიმიიიი, გამიკეთეთ გაუტკივარება, თქვენ ხომ არ გადაირიეთ, რასაც მინდა მოვითხოოოვ...
ამასობაში ხან ჩემი ქმარი მიყურებს ამ დღეში რო ვარ და ხან დედაჩემი..
იმათი სახის ფერის მიხედვით ვხვდები რა მჭირს..
გონება ნელ-ნელა საღად აზროვნებას წყვეტს და მარტო ტკივილზე ერთვება, როგორ მოვითმინო არ ვიცი... მტკივა და რა ვქნა, არადა ძალიან არ მინდა ვიყვირო, მარა სულ თავისით მეწივლება ეგ ოხერი : D
ჩემმა ქმარმა მიყურა მიყურა და ცრემლებიც რო გადმოვყარე და თითებიც კინაღამ შემომეჭამა უკვე მეასედ, დაურეკა ექიმს, გაუტკივარებას იხვეწება, ძალიან ცუდადააოო.. სახე აქვს არ ვიცი, თანაგრძნობით და სიბრაულით მოსილი : D
მოვიდა ექიმი 9 ზე, ჭინთვები დაწყებული მქონდა და სრული გახსნაც აღმომაჩნდა. : D
ვითხოვ გაუტკივარებას ისევ, მაგრამ როგორც თქვენ არ გაგიკეთებიათ ეგ სიკეთე ჩემთვის, ისე იმათ..
ბებიაქალი ზის და საბუთებს მშვიდად ავსებს, ჩემი ექიმი გვერდით მიზის და ტკივილის შემოტევაზე წელზე ხელს მისვამს, თან ხმამაღლა ჩამომძახის (ზუსტად ასე მესმოდა) "ისუნთქე - ისუნთქეო".. ხოდა ერთერთ ასეთ დროს გამოვუცხადე "ნუ მირტყამ მეთქი" ... კინაღამ გადმოვარდა იატაკზე იმდენი იცინა, და მერე მთელი მშობიარობა დამცინოდა," ესეიგი ნუ გირტყამო?"
არ მიკეთებენ გაუტკივარებას, ტკივილიც გახშირდა, ხანდახან გადაებმება ხოლმე და თან აღარც დამადგა საშველი..
ექიმი მეუბნება "ბაიას თავი ჩანსო (თმებიო ) ""მერე რატო არ იბადება ახლა რა სტადიაშია თქო", "ახლა მცხეთაშიაო ": LOL: მერე რა მოდისო?" ვის ახსოვს სოფლები და ქალაქები, მტკივა...
ბებიაქალი დაბოდიალობს, ვეკითხები, "ამდენი ხანია ბავშვის თავი ჩანს, ჭინთვებიც მაქვს, რატომ არ იბადება თქო"..
"ეგ შენზეა დამოკიდებული როგორ გაიჭინთებიო"..
მეთქი ამას მიმალავდით ..

მოვუხმე ძალებს და მალე სავარძელზეც გადამაპორწიალეს...
ამასობაში ყველა ჩემიანი გავყარე ოთახიდან...
სიმართლე გითხრათ, მეხსიერებიდან ძალიან ბევრი რამე ამომივარდა, აღარც ის მახსოვს წესიერად "სკამზე" რამდენ ხანს ვიყავი, მახსოვს ჩემი ექიმის შეკითხვები და ჩემი პასუხები, რომელიც პირველი კლასელის პასუხებს უფრო გავდა, დაფასთან რომ დააყენებ დატუქსავ და ისე ათქმევინებ...
მახსოვს, გონებაში ვიმეორებდი, რომ ექიმისთვის უნდა დამეჯერებინა (ესეც წინასწარ მქონდა მოფირებული და გონებაში ჩაპროგრამებული) მეც რაც ძალი და ღონე მქონდა ვუჯერებდი და ვიჭინთებოდი..
შიგადაშიგ დაისვენეო მეხვეწებოდა (ალბათ, რომ არ ჩავხეულიყავი), მერე 2 ჯერ ხანგრლივად მუცელზე დამაწვა და რა კაიFი წამოვიდააა...ბაია გამოხტა და იმიტომ...
იმის მერე არაფერი აღარ მიგრძვნია, გარდა იმისა, თითქოს რომ რაღაც გამოხრიგინდება მუცლიდან.
ოთახში უუამრავი ქეიმი+ ექთანი ირეოდა, დავინახე ბაიას ფეხი და თითების დათვლა დავიწყე, ყველა თუ აქვს მეთქი, ამასობაში ჩასწია

მესმოდა როგორ ტიროდა "ღღღღღღღ"-ო, წყლები ჰქონდა ნაყლაპი...: )
"გილოცავო" დამესივნენ : ) "როგორია" მეთქი, "თეთრიო" : D, "ჯანმრთელი ხომ არის, კაცო, ზანგი ვერ იქნებოდა თქო ":LOL : "კაი ბაიააო.."
საშინელი ტკივილები და ჭინთვები სულ 2 საათქ თუ მქონდა მაქსიმუმ...
ვის აინტერესებდა ვინ იყო..მ ერე მითხრეს, "ბიჭია, არ გაინტერესებდაო?"
უბედნიერესი ვიყავი.
ყოველთვის, ჩემს სიცოცხლეში, მქონდა სიხარულის ასე ვთქვათ ჩრდილიანი განცდები, ვიყავი ხოლმე ბედნიერი, ძალიან ხშირად, მადლობა უფალს, მაგრამ ყოველთვის ახლდა ამ სიხარულს რაღაც, ან სიმშვიდე ან სევდა ან რაღაც... ბედნიერებამდე რომ 1% გაკლია აი მაგდაგვარი დაახლოებით..
ახლა კი მიხაროდა ისე, როგორც არასდროს, ვგრძნობდი მთელი არსებით რა ბედნიერი ვიყავი და ერთი ციცქნა ხინჯი არ მქონდა არც გულში არც გონებაში.
არ ვიცი, სწორად გადმოვცემ თუ არა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მარტო მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს სრულყოფილი ბედნიერება, რას ნიშნავს გიხაროდეს მთელი არსებით...
მერე 3 დღეში გამოგვწერეს
იყო და არა იყო რა : )
This post has been edited by kato_Bato on 6 Jan 2008, 21:49