ძალიან მაგარი ისტორიებია.დეიდაჩემია მეანი და ყურადრება არ მომკლებია. მუცელი რომ ამტკივდა მივედი სამშობიაროში და ექიმებთან ერტად ვჭორაობდი. მაგრად რომ მომივლიდა ტკივილი მეორე ოთახში გავდიოდი , იქ დავიჯღანებოდი და უკან ვბრუნდებოდი. ბოლოს ხშირ-ხშირად რომ დავიწყე შესვლა- გამოსვლა რას დარბიხარო მკითხეს. საჯღანავ ოთახში გავდივარ რომ არ დამინახოტ - მეთქი.( დღემდე იმ ოთახმა ეს სახელი შეინარჩუნა.)
8 საათსი ვიმშობიარე გაუტკივარების გარეშე. ხმა არ ამომიღია (მაგრად მიტყდება ყვირილი

)
ჩემი შავი ყვავის ბახალა რომ დამიწვინეს გულზე ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა მსოფლიოში

3200 იყო. მეორე დღეს ავდეQი და იგივე წონა ვიყავი რაც ორსულობამდე
ორი წელი გავიდა. ჩემს დას ბიჭი შეეძინა . სამშობიაროში რომ მივედი და ბაია დავინახე, რაღაცამ მკერდში მომიჭირა და ვიგრძენი როგორ ჩამიდგა რძე და წვეთები წამომივიდა( ბავშვი ხელოვნურით გავზარდე). მოვვარდი სახლში და ჩემს ქმარს ვეუბნები წამოდი ოთახში მეორე ბავშვი მინდა სასწრაფოდ - მეთქი

. იმ თვეში დავფეხმძიმდი.,
ექო მუდმივად მიმეორებდა ბავშვი ძალიან პატარააო.მოკლედ 9 თვე შესრულდა და ღამით დავღვარე წყლები. წავედი სამშობიაროში, 4 საათში ვიმშობიარე. დაიბადა შემი გოგო 2700 და 47 სმ. თეთრი-თეთრი, დამიწვინეს გულზე და 5 წუთის დაბადებულმა ბავშვმა თავი აწია, თვალები გაახილა , შემხედა, პირი გააღო და გამიცინა.

ექიმები გაგიჟდენ, მსგავსი არაფერი გვინახავსო
გული ამიჩუყდა და გავსკდი ტირილით. რა ბედნიერი ვიყავიიიიიიიიიიიიი

სამაგიეროდ მერე ისეთი უზნეო იყო, რომ მისი ერთი გაღიმება ცხვირ-პირიდან ძმრად ამომადინა.
წონა რომ მითხრეს გული გამისკდა ლილიპუტი გავაჩინე-მეთქი. ბავშვთა ოთახში შევდივარ წვანან ეს გაბრდღვიალებული ბავშვები და ჩემი არც ჩანს საწოლში. ვხედავ პედიატრი უყურებს ჩემს შვილს და ექთანს ეკითხება:
_ ატკუდა ეტა მელკაია ხამსა-ო
_ ატტუდაო და ჩემი თავი დაანახა ექთანმა.
_ა ტაგდა პანიატნა-ო ( ძალიან სუსტი ვარ)
ღმერთმა ყველას ბედნიერები და ჯანმრთელები გაგიზარდოთ თქვენი ბაიები. ვინც აწე ელოდებით გისურვებთ ადვილ მშობიარობას.
დედობაზე დიდი ბედნიერება ხომ არ არსებობს
მე კიდევ გავაჩენ...