მოკლედ 28-ში მაგარი საგიჟეთი მქონდა,
დედაჩემს დავხვდი აეროპორტში, ზუსტად საკეისროს წინა დღეს ჩამოვიდა (ჩამოგვისწრო )
მერე ჩალაგება, მომზადება ... და ასე შემდეგ.
დილით 29ში გავიარე ჩვეული პროცედურები სახლში - ოყნა

.. და ასე შემდეგ
და მთელი ჩემი ამალით: მე, ჩემი ქმარი, ორი ბავშვი, დედაჩემი, გავემართეთ სამშობიაროში,
იქ მერე თანდათან შემოიკრიბენ გულშემატკივრები.
მივედი თუ არა ეგრევე შემიყვანეს მიმღებში და დაიწყეს საბუთების გაფორმება,
ჩემთან ერთად კიდე 3 გოგო იყო, ისინიც საკეისროზე - მოკლედ მაგარი დატვირთული დღე ქონდა გაგუას,
მე პირველი ვიყავი "რიგში"

.
მერე ვიღაც ქალმა გამისინჯა ყელი - ახალგაზრდა ქალი იყო, ცოტა მწარე ხელი კი ქონდა, მანამდე გაგუა რომ
მსინჯავდა საერთოდ არ მტკიოდა, ეხლა ცოტა მეტკინა. მოკლედ გამოვიცვალე, ჩავალაგე ჩემი ბარგი, დავიტოვე
მარტო ბავშვის ერთი ხელი ტანსაცმელი - ეს თვითონ ექთანმა მითხრა.
მერე იყო ხანგრძლივი დამშვიდობება, ჩავკოცნე ჩემი ბიჭები, ჩემი ქმარი "მაწყნარებდა" არ ინერვიულოო,
არადა მე სულ არ ვნერვიულობდი, თვითონ კი მკვდრის ფერი ედო სახეზე, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ
ჩემი თავდაპირველი ახირება - იქნებ ოპერაციას დაესწროთქო- აშკარად სადიზმზე ბევრად მეტი იყო .
გამიყვანეს საოპერაციო ბლოკში, გავესაუბრე ანესთეზიოლოგს, რომელიც ზუსტად იგივე აღმოჩნდა ვინდ
წინა ორ ბავშვზე გამიკეთა ანესთეზია (გია ღონღაძე) მოკლედ გავიხსენეთ ერთმანეთი და მკითხა ამჯერად რომელი სახის
გაუტკივარება გაგიკეთოო (ერთი საერთო ანესთეზია იყო მანამდე და მეორე სპინალური)
მეთქი ამჯერად უეჭველი სპინალურითქო, ხოდა დავიძარით საოპერაციო ოთახისკენ.
ანესთეზია ძალიან კარგად გამიკეთა, ვიჯექი საოპერაციო მაგიდაზე, წინ ექთანი მედგა და იმას ვეყრდნობოდი,
მიხსნიდა თითოეულ ნაბიჯს, ჯერ რაღაც ნემსი გამიკეთა ამის მერე ვერაფერს ვერ იგრძნობო და მართლაც არაფერი გამიგია, ოდნავ უსიამოვნო შეგრძნება იყო უბრალოდ, მერე დროზე ფეხები აწიე მაგიდაზე სანამ შეგიძლიაო
და დაიწყოოო...
შემოვიდა გაგუა და მთელი ბრიგადა, ჩამომაფარეს წინ "ფარდა" და წესით არაფერი არ უნდა დამენახა
... მაგრამ ცნობისმოყვარეობამ წამსძლია და აღმოვაჩინე რომ მარცხნივ შუშის კარებში ტელევიზორივით ჩანდა ყველაფერი

:სუპერმაზოხისტისსმაილიკი: ... მოკლედ მთელ ოპერაციას ვუყურებდი
ერთადერთი რაც ვიგრძენი რომ ვიღაც მაჯანჯღარებდა, მეტი ვერაფერს ვერ ვგრძნობდი,
გვერდით ანესთეზიოლოგი მედგა და მოდი შენ ეხლა მუსიკა გესიამოვნებაო და რადიო ჩამირთო,
პარალელურად დათო მესაუბრებოდა, თან თავის ასისტენტს უყვებოდა მთელი ჩემი წინა ორი მშობიარობის ისტორიებს,
მერე რამოდენიმე წუთში ვიგრძენი რომ სადღაც დიაფრაგმასთან მაწვებოდნენ, მერე ჭყაპუნის ხმა
გავიგე და ეგრევე გაბმული ტირილი, თავი არ ჰქონდა ცუცქნას ამოყოფილი რომ ეგრევე პროტესტი განაცხადა
ჩემი ბიჭი გაჩნდა სიმღერაზე More than words

შემდეგ ეგრევე გაგუამ გადმოახედა ფარდის აქეთ და დავინახე ამოგვანგლული პატარა ლუკა
ხელზე რაღაც თბილი სითხე მეწვეთებოდა - მართლა უბედნიერესი მომენტია !!!
საშვილოსნო თუ არ ვცდები დათომ გაკერა, მაგ დროს უკვე ეიფორიაში ვიყავი და ნაკლებად ვაკვირდებოდი მოვლენებს,
გარეთა ნაკერები უკვე ვიღაც ქალმა დამადო, მგონი ია ქვია, თუმცა შეიძლება მეშლება.
მერე ყველაზე უცნაური შეგრძნება ის იყო, რომ დააპირეს ჩემი ლოგინზე გადაწვენა დავინახე რომ რაღაცას წევდნენ,
მაგრამ რას წარმოვიდგენდი რომ ეს ჩემი ფეხები იყო

რომელსაც იმ მომენტში საერთოდ ვერ ვგრძნობდი როგორც ჩემი სხეულის ნაწილს.
გადამიყვანეს დროებით ინტენსიურში და ქმართან და ბავშვებთან საუბრის მერე პირველი რაც გავაკეთე აქ დავპოსტე
... პირობა შევასრულე როგორც იტყვიან

ცოტა ხანში ლუკაც მომიყვანეს - დამშეული! რა არის მაინც ეს ინსტინქტი ეგრევე თოხლაობა დაიწყო
... ხო მართლა დათომ მითხრა ჩემი ნაკერი დათხელებული ყოფილა და მირჩია
რომ მეოთხე ბავშვის გაჩენაზე თავი შეიკავეო.
ეს რაც შეეხება ჩემს საკეისროს, დანარჩენ ამბებს უკვე სამშობიაროების თემაში დავწერ დეტალურად.
პ.ს. უფფ რამდენი მიწერია თუმცა ვერანაირი სიტყვებით ვერ გადმოსცემ
ყველა იმ ემოციას რაც ამ 30 წუთში გამოვიარე