მოკლედ : )
23 მაისს გამსინჯა გიამ (ჩემმა გინეკოლოგმა) 1 თითზე გახსნილი ხარ და 1 კვირაში ტკივილები თუ არ დაგეწყო,მოდი 30-ში დილით ჰერაში და უკვე დაგაწვენო.
1 კვირის განმავლობაში საერთოდ არ ამტკივებია,მივედი 30-ში რაღაც არაადამიანურად დაწყნარებული,დამშვიდებული,თავს ვაჯერებდი,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,დამაწვენდა და მალევე მამშობიარებდა,არადა ყველას ეგონა,რომ არ დამაწვენდა რახან ტკივილები არ მქონდა მანამდე.
მოკლედ მივედი,გამსინჯა და დამაწვია დილით 11 საათზე უკვე წინა სამშობიარო ბლოკში ვიწექი.
3 საათამდე გახსნამ არ მოიმატა,მერე გამიყვანეს ოყნაზე (რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა

) 5-მდე კიდევ არ იმატა გახსნამ და დამარჭეს რაღაც ნემსი,ყელს დაარბილებსო,6-ზე უკვე წყლები დამაღვრევინეს ძალით,ბუშტი უშლის ხელს ალბათო... ჩამიდგეს კათეტერები,ერთი ვენაში,მეორე ზურგში (ეპიდერაული გაყუჩების).
რომ აგტივკდება წამალს მერე შევიყვანთო,ზუსტად 1 საათში დამეწყო აუტანელი ტკივილები,
გამიკეთეს ჯერ სატესტო და გამიყუჩა ზუსტად 2 საათი,ამის შემდეგ კიდევ 5-ჯერ დამჭირდა
დამატება წამლის... : ( ყელი არ იხსნებოდა ცოცხალი თავით
სტიმულაცია მიტარდებოდა,თან სულ გული მერეოდა,მოკლედ საშინელი პროცესი იყო...
ღამის 2 საათამდე მიკეთებდნენ გამაყუჩებელს,მერე გავიხსენი უკვე 4 თითზე,მაგრამ
თავი მაინც არ ჩამოდიოდა,გამაყუჩებელსაც ვერ მიკეთებდნენ,ჭინთვების დაწყება ხო უნდა იგრძნოო,ბოლოს საკეისრო უნდოდა გიას,მაგრამ ინფექციური გამონაყარის გამო
ვერ გაგიკეთებო,დაგაცდი კიდევ ცოტასო. ეს ცოტა გაგრძელდა 6-ის ნახევრამდე.
6-ის ნახევარზე უკვე დამეწყო ჭინთვები,კიდევ მადლობა ღმერთს,რომ ჭინთვების დაწყებიდან
ნახევარ საათში გავაჩინე... თავისი ჩაჭრებით და გაკერვებით...
მოკლედ ჯამში 12 საათი მქონდა ტკივილები,ძალიან გამიჭირდა,მაგრამ ძალიან
კმაყოფილი ვარ ჰერას მთელი პერსონალით,მართლა მაგარი კოლექტივი იყო.
გავაჩინე პატარა ანასტასია : )