ცოტა დაგვიანებით მეც დავწერ ჩემი მშობიარობის ამბავს

ესეც ასე იყო...
როგორც ფორუმზე ვპოსტავდი,გაგუას თქმით ივნისის ბოლოს უნდა მემშობიარა,მაგრამ ჩემმა ზარმაცუნა შვილმა არ მოინდომა 4 მდე გამობრძანება.3 ში უკვე უეჭველი ვიცოდი,რომ ან იმ ღამეს ან მაქსიმუმ მეორე დღეს მეშველებოდა,და არც შევცდი.ძილის წინ ჩემ ქმარს ვეუბნები: სიხარულო მზად იყავი დღეს რაღაცას ვიკისრებ თქო.ისიც იჯდა და მთელი ღამე გაათენა

დილის 5 ზე,უცებ დამეწყო რაღაც უცნაური ტკივილები,ავდექი,შევედი აბანოში და სისხლიანი გამონადენი,რომ დავინახე,მეთქი ეგაა

ვიფიქრე ჯერ არ წავალ სამშობიაროში,სანამ ტკივილები არ დამეწყება,მაგრამ ვინ მაცალა

რომ მივედი 1 თითზე ვიყავი გახსნილი ტკივილები თითქმის არ მქონდა,აღარ გამომიშვეს.სადღაც 7-8 საათისკენ ტკივილებმა იმატა,უკვე 2,5 თითზე ვიყავი გახსნილი.ყელი მალ-მალე მეხსნებოდა,და შესაბამისად ტკივილებიც მემატებოდა.ერთხელ გულიც ამერია,დამაწყნარეს,ყელი იხსნებაო,ესეიგი მალე გეშველებაო.1 საათისითვის დამაღვრევინეს წყლები,მომამზადეს და გადამიყვანეს წინასამშობიარო პალატაში,და იქ დამეწყო რაც დამეწყო.უკვე კედლებზე ავდიოდი ტკივილისგან.ჩემი ქმარი შემოვაყვანინე,რომ შემოვიდა მე იატაკზე ვეგდე და მის დანახვაზე უკვე თავი ვეღარ შEვიკავი და ყვირილი დავიწყე.მიუხედავად იმისა,რომ ექიმები შემოდიოდნენ,ახლობელი ადამიანის დანახვა სულ სხვა იყო...უფრო დაცულად ვიგრძენი თავი,და თამამად შემიძლია ვთქვა,რომ გიოს დახმარების გარეშე,გამიჭირდებოდა ძალიან.3 საათის განმავლობაში სიგარეტიც კი არ მოუწევია,დაულურჯე ხელები,ერთი ნაბიჯით არ გამიშვია.))3 სკენ 4,5 თითზე ვიყავი გახსნილი,და აი აქ გავჩერდი.გამიკეთეს 3 დამაჩქარებელი.ბავშვის თავი არ ჩამოდიოდა.უკვე ისე ვიყავი,მეგონა აღარ დასრულდებოდა ეს კოშმარი...ხუთისკენ როგორც იქნა დამეწყო ჭინთვები,და გადამიყვანეს ბლოკში,მეთქი მეშველა,მაგრამ მანდაც შევცდი

, 20 წუთი ვეწვალე ამ ჭინთვებით,ვერაფრით ამოვაგდე ეს ბავშვი)ამასობაში ორჯერ გავითიშე,და როგორც იქნა 5:15,ჩაჭრის შემდეგ გაჩნდა ჩემი დათოც.რო ამოიყვანეს უცებ არ იტირა,ამან მთლად გამაგიჯა,მეთქი რა სჭირს ბავშვს,გაგუაც ანერვიულებული ჩანდა,მიცვივდნენ ექიმები,და ორ წუთში აბღავლდა ჩემი სიცოცხლეც,და მასთან ერთად მეც

შემახედეს ჩემ გრძელზამზამა ბიჭს, და მაგ დროს მივხვდი,რომ ამ ბედნიერი წუთისთვის ღირდა ყველა იმ ტკივილის ატანა

პ.ს
საშინლად ვნანობ,რომ არ გავიკეთე გაუტკივარება((მოვინდომე,გმირი-დედის როლი...მეორეს გაუტკივარების გარეშე ცოცხალი თავით არ ვიმშობიარებ
This post has been edited by maleya on 11 Aug 2010, 18:44