ხო, ცოტა არეულად დავწერე, მინდოდა "აღწერა" გამოსულიყო და რაცხა ცრემლების და ემოციების ფრქვევა გამომივიდა

გაუტკივარებას რაც შეეხება:
ვიცოდი, რომ ბოლომდე არ აყუჩებს, ტკივილებს ხდის ასატანს მხოლოდ, ბავშვი რომ გაწვება ქვმოთ, მაგას გრძნობ, მაგრამ სანამ ჭინთვები დაგეწყება, მაგ ტკივილს არაუშავს, თუ სხვა ტკივილები მოხსნილი გაქვს,
მეორეც:
გაუტკივარების მიღება ინდივიდუალურია, ვიღAც გოგო ამბობდა, პირველი ფიზიოლოგიურად გავაჩინეო და მოვკვდიო, ეხლა გაუტკივარება გაიკეთა და სულ ჭორაობაში გავაჩინეო,
არ ვიცი, გადატანითი მნიშვნელობით თქვა თუ არა, ან პირველთან შედარებით ადვილად მოეჩვნება თუ არა,
მაგრამ ჩემზე ეგრე არ უმოქმედია აშკარად

ჭინთვების დაწყებამდე აბსოლუტურად ასატანი იყო ტკივილები გაუტკივარების წყალობითი, ისე ალბათ გავაფრენდი, იმიტომ რომ პირველი სერიოზული შეტევა რომ მქონდა გაუტკივარების გაკეთებამდე, იმას ძლივს გავუძელი და რომ მოიმატებდა, მერე ალბათ მოვკვდებოდი..
ბოლო დოზა არ უნდა გაეკეთებიანათ (ბოლო ჭიქა არ უნდა დამელია

)
რომ მივედი 2 თითზე გახსნილი, ასე 1 საათში გამიკეთეს პირველი დოზა, რომ მოიმატა ტკივილებმა, დავამატებინე მეორე და რომ აღარ გაჩერდა, ვუთხარი, არ მიყუჩებს თქო,
მაწვებოდა უფრო ინტენსიურად,
მე ვერ მივხვდი, რომ ჭინთვები მეწყებოდა, მაგრამ წესით თვიტონ უნდა მიმხვდარიყვნენ, იმიტომ რომ ვუთხარი, დაწოლის შეგრძნებამ მოიმატა თქო.
ბოლო ბოლო უნდა გავესინჯე მაინც,
მესამე რომ დამიმატა, მერე გამსინჯა სოსომ,
აღმოჩნდა, რომ 4 თითზე ვიყავი და ბავშვი თავი ჩამოსული იყო(მანამდე თვითონ მითხრა იმ ანესთეზიოლოგმა, რომ 4 თითზე მარტო მაშინ ვამატებთ, თუ თავი ჯერ არაა ჩამოსული და დიდხანს გაგრძელდებაო)
მე ვფიქრობ, რომ ამ მესამე დოზის ბრალი იყო, რომ ჭინთვებს ვერ ვგრძნობდი კარგად,
თუმცა მშობიარობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ანუ ამ მესამე დოზამ ცოტა გაახანგრძლივა და მე გამიჭირდა იმ მხრივ, რომ ჩემით ვიჭინთებოდი..
გაუსაძლისი ტკივილი იყო მხოლოდ ბოლო რამდენიმე წუთი(არ ვიცი ზუსტად რამდენი, ალბათ 10 ან 15), აი, ადამიანის ფორმა რო დავკარგე და სახე რომ ამეხა, ისეთი, მანამდე რა მიჭირდა

მარა ზოგს ეგეც არ უჭირს, თურმე..
საბოლოო ჯამში ჩემი მშობიარობა ითვლება კარგად, იმიტომ რომ მისვლიდან 6 საათში გავაჩინე, აქედან 1 საათი საერთოდ არ მტკიოდა და გაუსაძლისი ტკივილი ძალიან ცოტა ხანს მქონდა, იმასაც გავუძელი, როგორც ხედავთ

მაგრამ საშინლად შეურაცყოფილი ვიყავი და ვარ

პირველად გამოვედი მდგომარეობიდან ცხოვრებაში და ძალიან მრცხვენოდა მერე
agr_bakხო, რო გითხრა, ვინმე გადამყვა თქო, არა.
მარინა გოგავა გავიცანი მეორე დღეს და ძაან დამწყდა გული, რომ ის არ იყო.
უთბილესი ქალია, მგონია, რომ ეგ რომ ყოფილიყო, უფრო მომხმარებოდა, გვერდიდან არ შორდება მშობიარეებს,
მე ბლოკამდე მარტო ვიყავი ფაქტიურად, იქ კი ტრიალებდნენ, მაგრამ მე თითქოს არც ვიყავი,
თუ რამე მინდოდა, მეთვითონ ვეუბნებოდი, თვითონ არ ინტერესდებოდნენ,
თან ეს მშვიდი, აუღელვებელი სახეები, შენ რომ სახე გეხევა იმ დროს...

მემილიონე ხარ იმათთვის, ამ დრო შენ თავი სამყაროს ცენტრი გგონია და ეგ სამყარო თავზე გემხობა და ძაან გინდა, რომ ვინმემ თავზე ხელი გადაგისვას..
ერთი მხრივ, კაი იყო, ყურადღებას რომ არ მაქცევდნენ დიდად, იმიტომ რომ უფრო მობილიზებული ვიყავი, გაბრაზებული როცა ვარ, უფრო მაგარ დუხზე ვარ, ვინმე რომ მომფერებოდა, შეიძლება ავყოლოდი პანიკას..
Kissieბოლო კტგ რომ გავაკეთე, იდეალურიაო, შორენამ(ეგრეც იყო, არ აწუხებდა ჭიპლარი), წინა კატეგეები არ იყო ეგეთები, ჩAვთვალეთ, რომ ჭიპლარი შემოიხსნა და მაგიტომ აღარ გავაკეთე ეხო,
ეხო რომ მენახა და 2ჯერ ქონოდა ჭიპლარი, რამდენიც არ უნდა ეძახათ, არაფერს არ უზამსო, არ გავაჩენდი ფიზიოლოგიურად..
რაც შეეხება ტკივილს, არ ვიცი, ეხლა ძალიან კარგად ვარ, არაფერი არ მაწუხებს საერთოდ, არც ნაკერები მაქვს, პირველი 2 დღე ცოტა მწიწკნიდა ქვემოთ და ვსო, ეგ იყო ჩემი რეაბილიტაცია

საკეისროს მერე არ ვიცი როგორ ვიქნებოდი...
მეორე ბავშვის დრო რომ მოვა, მერე მკითხე ეგ და უფრო ზუსტად გიპასუხებ
bancalaიმ გოგოზე მეტად მე მედგნენ, მამენტ..
ის ბლოკში იყო დიდხანს, დადიოდა და იჭინთებოდა,
მე წინასამშობიარო ბლოკში ვიყავი და აქეთ იყვნენ ყველანი, თვალით მაინც ვხედავდი,
ის გოგო კიდე სულ მარტო იყო,
უშუალოდ მშობიარობის წინ შევიდნენ და მე ცოტა ხანი ვიყავი მარტო.
აბსოლუტურად არამობილიზებული და არაოგანიზებული სასტავია, მარინას გარდა არავიზე არ გადავრეულვარ დიდად,
სოსო ძაან მშვიდია და ნერვებს მიშლის მაგ სიმშვიდით, თორე ისე ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი.
ჰერაზე და ექიმებზე მერე დავწერ, სამშობიაროებში.