SoulTakerTT+ვაიმეეეე... თვალი არ ეცეს, თუ არაფერი აწუხებს, დავაწვენ, იყურება აქეთ იქით და მერე აკიმარებს თავისით.
ეხლა აქ მიწევს, კაი ხანია ძინავს, ისეთი მშიერი გაიღვიძებს, ძუძუ უნდა ვაჯახო ეგრევე

ხელში მაშინ მყავს, როცა რამე აწუხებს,
ეხლა გაზგამყვანი დავამუღამეთ, როგორც კი ტირილს იწყებს, ეგრევე გავურჭობ და შველის ხოლმე.
იმედი მაქვს, 2 თვის მერე ესეც არ დაგვჭირდება.
SoulTakerგოგო, გაგწყვიტავს წელში ეგ ბავშვი.
დააწვინე, იტიროს და სანამ გაუძლებ, არ აიყვანო.
ვაფშე მარტო დატოვე, ან რომ არ დაგინახოს, ისე იდექი.
ეხლა თუ მიაჩვევ, თორე რაც უფრო გაიზრდება, უფრო გაგიჭირდება.
ჩემმა მულმა დატოვა გუშინ აქ ბავშვი.
1 წლისაა.
ისევ ძუზუზე ყავს. მთელი ღამე უწევს ლოგინში და ღეჭავს დედამისს.
სულ სახლშია, არ მუშაობს და შესაბამისად 24 საათი დედას უყურებს.
ალბათ სულ 3 ჯერ ყავს დატოვებული სადმე.
ძაან წყნარი ბავშვია, პროსტა დედაზეა ჭიპლარით მიხორცებული.
წუხელის 9ზე რომ დაიწყო ტირილი, უფრო სწორად კივილი, 11ზე გაჩერდა, დედამისი რომ მოვიდა.
ვერაფრით ვერ დავაწყნარეთ. გაჰკიოდა ბოლო ხმაზე. ბოლოს დაიღალა, ვეღარ ითქვამდა სულს, ჩერდებოდა, ამოისუნთქებდა და აგრძელებდა.
ეს რა ვნახე, ღმერთო ჩემო

როგორ უნდა გავიდეს სამსახურში ნეტა... არადა აპირებს.
ბებიასთან და ბაბუასთან არ გაჩერდა და ძიძას გაუჩერდება?
12 კილოა.
ხელში აძინებს კიდე.
თან უბრალოდ კი არ არწევს, ანჯღრევს. იქნევს აქეთ იქით. სხვანაირად არ იძინებს.
მთელი ღამე ძუძუს ღეჭავს
აააა... კაშმარ.
შემეშინდა გუშინ რა.
მალე უნდა გავიდე სამსახურში, თორემ ამას ვერ გადავიტან მე, რაც გუშინ ლაზარეს ჭირდა.