nuki-nukiძუძუს ამბავში რჩევას ვერ მოგცემ სამწუხაროდ, მე არ მიჭმევია. იცი სულ მიკვირს ხოლმე ასეთი წუთობრივი გრაფიკი როგორ აქვთ ბავშვებს

თომა არაა ეგრე მაგრამ დაახლოებით ასეთი გრაფიკი აქვს:
იღვიძებს 9-ის ნახევრიდან 10 საათამდე შუალედში. გააჩნია რომელზე დაიძინებს. ჭამს 12 საათისკენ ფაფას.
იძინებს 1-ის ნახევრისკენ და სძინავს 2 საათი დაახლოებით.
ჭამს მაწონს 5 საათზე მაწონს პეჩენიით ან უპეჩენიოთ.
იძინებს 7-დან 8 საათამდე და სძინავს 1 საათი. 9 საათზე ჭამს ბოსტნეულის სუპს ზოგჯერ ხორცით, ზოგჯერ თევზით+გალია.
11 საათისკენ ვაჭმევ ხაჭოს და ხილს.
12 დან 1-ის ნახევრამდე იძინებს.
მერე ჭამს ძილში დაახლოებით 2 საათისკენ გალიას და მერე კიდე დილის 8 საათისკენ. თუ ძილის წინა ჭამა 12 საათს დაემთხვა მაშინ ღამე მარტო ერთხელ ჭამს.