თუ სოფელ დიღომში ასვლა არ დაგეზარება, ჩემს გინეკოლოგს უდიდეს რეკომენდაციას ვუწევ. ძალიან ყურადღებიანი, თბილი და მცოდნე ექიმია. სოფელი დიღომი ხალხს აფრთხობს ხოლმე, მაგრამ იქ იმიტომ მუშაობს, რომ თავისუფალი გრაფიკი აქვს, თორემ ბევრ კარგ კლინიკაში შეეძლო ემუშავა. მე 2 სმ-იანი ჰემატომა გამიქრო უკვალოდ 1.5 თვეში. ზედმეტი წამლებით არ გაგჭყიპავს, მაგრამ არც რამეს დაგაკლებს. არც გაგწეწავს ნამდვილად.
თუ დაგაინტერესებს, მითხარი.
თუ არა და შენც ხომ დიდ დიღომში ხარ? აგერ, ნახევარი ფორუმი "მედეას" შორენასთან დადის და უმრავლესობა კმაყოფილია. სახლთან კი ახლოს იქნები.
მართლა როგორგამიხარდა, იცი?!
ახლა კიდევ 2 ფორუმელის წეროს ველოდები დიიიიდი სურვილით და მოუთმენლობით