აი ჩვენც მოვედით, 2 კვირიანი ''ფორუმ-შვებულების '' შემდეგ

და მშობიარობის ემოციები რომ არ მოგწეროთ უბრალოდ არ შემიძლია...
მოდი დავიწყებ იქიდან, რომ ეს მეორე ორსულობა იყო და საბედნიეროდ წარმატებული, პირველი 7 თვეზე მომეშალა და ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე, თავისი ფიზიკური თუ სულიერი ტკივილებით... ჰოდა ხო წარმოგიდგენიათ ამ ორსულობაზე და მშობიარობაზე როგორი შეშინებული და აფორიაქებული ვიქნებოდი....
მოკლედ პატარას 28მდეც ველოდით და რომ არ გამოძვრა გაგუამ 30ში დამიბარა კონსულტაციაზე, 1თითზე უკვე გახსნილი ვიყავი და წინა ამბის გათვალისწინებით მძიმე ანამნეზად ჩამითვალა და მთხოვა და არ მომთხოვა

დარჩენა... არადა არანაირი სიმპტომი არ მქონია გარდა იმისა რაც მქონდა , წელის ოდნავი ტკივილი და მენჯებთან ნაყოფის დაწოლისა... მოკლედ გავიბუსხე , მაგრამ უნდა დავრჩენილიყავი სხვა გზა არ იყო, თუმცა ბევრად მერჩივნა სახლში მშვიდად, ახლობელ ადამიანებათან ერთად ვყოფილიყავი... მერე იყო სახლიდან პირადი ნივთების წამოღება, ''მძიმე''განშორება ქმარუკასთან და დედასთან , და მერე იყო ''მარტოობა'' და მოლოდინი ... თუმცა მანამდე პალატაში რომელშიც შემასახლეს ნამტირალევი გოგო დამხვდა, მიზეზი ბავშვის დაკარგვა იყო, და წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა - განმიახლდა ყველა ტკივილი, ყველა ემოცია, ხოდა ვეღარ ავიტანე და გაგუას ვთხოვე სხვა პალატაში გადაყვანა, სადაც მთელი ღამე მარტო ვიყავი , რაც არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა, ემოციის გაცვლა ძალიან მჭირდებოდა. ნაცნობი ექთნის საშუალებით დედა და მეგობარი შემოვაპარე და და ნუ რაღაც პერიოდი გადავლახე. მერე ისევ აუტანელი მოლოდინი სიმპტომები ისევ ნული და ... ამასობაში გათენდა კიდეც .... მთელი დღე ყრუ ტკივილები მქონდა , რომლის ინტერვალებისთვისაც ყურადღბა არ მიმიქცევია, არადა 2 თითზე ვიყავი გახსნილი, გოგოები 1 თითზეც კიოდნენ ... უკვე საღამოს 5სთვის მივხვდი, რომ მე იმ პირველის ტკივილებს ვადარებდი ამასაც, მაშინ დამაჩქარებლები გამიკეთესდა პირდაპირ ძლიერ ტკივილები დამეწყო , ჰოდა ალბათ ახლაც ამას ველოდებოდი, ხოდა ექიმს ვთხოვე გავესინჯე, ვუთხარი რომ ტკივილები მომატებული მქონდა , არადა არაფერსაცარ ვგრძნობდი

უკვე 2ნახევარზე ვიყავი გახსნილი და სამშობიარო ბლოკშიც გადამიძახეს

ნუ იქ მომკივან ქალებს შორის მე მშვიდად ვიყავი და რატომღაც მეგონა, რომ ასე უმტკივნეულოდ გავაჩენდი ბავშვს, ნუ მეგონა და მინდოდა

ექიმებს ვეძახდი --- აუუუ მეც აქა ვაააარ , თან მეუღლეც შემოვიყვანე დასასწრებად და სადღაც ერთი 30-45 წუთი ასე ''ლაღად'' ვჭიკჭიკებდი... მაგრამ 3ნახევარზე რომ გავიხსენი აი მაშინ დამეწყო თავდავიწყება ... დამეწყო წყლების დაღვრა და დამეწყო აუტანელი ტკივილებიც , რაღაც არაადამიანურ ხმაზე ვკიოდი. უკვე რომ გაუსაძლისი გახდა ეს ყველაფერი მოვითხოვე გაუტკივარების გაკეთებაც , თუმცა ჩემი ალერგიულობის გამო გაგუა თავს იკავებდა, ნუ მერე სინჯის გაკეთება გადაწყვიტესდა გაგუამ კიდევერთხელ გაგსინჯავო და უკვე სრული გახსნა იყო და მომილოცა , აღარ გვჭირდებაო , დამეწყო ჭინთვები და 15 წუთში მუცელზე სისველე და საოცარი სითბო ვიგრძენი, რომელიც ტიროდა კიდეც

და აბსოლუტურად დამავიწყდა ყველა შიში, ყველა ტკივილი, ყველა უარყოფითი ემოცია, ისიც კი რომ ჩაჭრილზე გამაყუჩებლის გარეშე უნდა გავეკერე, (ეს მეორე სამშობიარო ტკივილი იყო მემგონი, აუტანელი) და გავხდი დედა, ჯერ კიდე ბოლომდე გაუცნობიერებელი შეგრძნებით და ემოციით

გაგუამ ყოჩაღი გოგო ხარო და მომეფერა. მოკლედ ამ ყველაფერს, თავის ტკივილებიან , ჭინთვიან გაჩენიანად 2 საათი დაჭირდა. ბავშვის დანახვით აღფრთოვანებული მეუღლე ბავშვის მონაცემების გარეშე გარბოდა ჩვენებთან მახარობლად
მერე მომისვეს ძუძუს მოსაწოვებლად ჩემი სკუპი და ასე შედგა ჩვენი პირველი კონტაქტი

მერე იყო პირველი კაკაშკები, პირველი ღიმილი და პირველი და აწ უკვე მრავალჯერადი ტირილი , მერე პირველი მცდელობა ხელში სწორად დაჭერის და ...
მიუხედავად ღამეების თენებისა, მიუხედავად მშობიაობის შემდეგი დეპრესიისა და საშინელი გამოფიტულობისა , ყველაზე დიდი და უპირველესი გავიგე ამ ცხოვრებაში: რისთვის გავჩნდი და რა მისია მქონია, აქამდე ამაზე პასუხი არ მქონდა.... სიცოცხლის აზრი და არსი სხვა სიცოცხლის გაგრძელებაშია და რომ ამაზე დიდი ბედნიერება უბრალოდ არ არსებობს ამ ქვეყანაზე...
ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ ჩემის ჩათვლით
ესეც ჩვენ
