მოკლედ დავძლიე სიზარმაცე და გადავწყვიტე მეც დავწერო ჩემი მოგონებები.
ყველაფერი 16-ში დაიწყო, გაგუასთან ვიყავი ისე, გასასინჯად, გამსინჯა და დღესაც რომ იმშობიარო არ გამიკვრდება ისეთი მდგომარეობააო, მოკლედ დამარიგა, თუ არაფერი იქნება 29ში მოდიხარო, მაგრამ გამოსვლამდე რამოდენიმეჯერ მომაძახა, 2-3 დღეში იქნებაო. მაგრამ რადგან აქ ფორუმზე გოგოების ნათქვამი მახსოვდა, გაგუამ უთხრათ მალე იქნებაო და პირიქით ლიდინით დაიღალნენ, მეთქი ჩემთანაც არაფერი იქნება ჯერთქო.
წავედი, ბოლო ამანათი წამოვიღე ანასტასიას ტანსაცმელების, მოვედი სახლში და ვხედავ სისხლიანი გამონადენი, მაგრად შემეშინდა.
ეგრევე გადავრეკე გაგუასთან და იცის გასინჯვის მერეო. აქაც ვწერდი ჩემს მდგომარეობას, მაგრამ არანაირად არ ვფიქრობდი რომ 3 დღეში ჩემი პატარა გაჩნდებოდა.
გათენდა 19-ის დილა, მაქვს ვარდისფერი გამონადენი, მივხვდი რომ უკვე რაღაცაში იყო საქმე და გული მიფანცქალებდა, ძალიან მინდოდა რომ მალე დაწყებულიყო მშობიარობა. მოვიდა ჩემი ქმარი და წავედით გაგუაში, მორიგე ექიმს ვუთხარი მეთქი გასინჯვის მერე მაქვს გამონადენი და მეშინია, რამე სხვა არ იყოსთქო. ნუ გეშიინია, იცის ეგრეო, მაგრამ მოდი გაგსინჯავ, ყელს არ ქონდეს გახსნა დაწყებულიაო, გამსინჯა და ჰოი საოცრებავ, 2 თითზე ვარ გახსნილი.
გტოვებთო, მეთქი წავალ ნივთებს მოვიტანთქო, გაშტერებული მიყურებდა, შენ სად უნდა წახვიდე, ქმარი მოგიტანსო, ვეძალავებოდი გამიშვი მეთქი, გავაგიჟე კაცი.
სანამ ქმარი მოვიდოდა იქ ვეჭორავე ექიმს და ვიღაც ქალს, თან საბუთებს ვავსებდით, ისე ვიყავი გახარებული, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. ექიმმა ხომ არ გეშინიაო, მეთქი რა მეშინია, პირიქით ერთი სული მაქვს მალე ვნახო ჩემი პატარათქო, კარგია მასეთი განწყობით რომ ხარ, გაგიადვილდება მშობიარობაო.
მოვიდა ჩემი ქმარი, მომიტანა ნივთები, გადამიყვანეს წინა სამშობიარო პალატაში, 2-ნი ვიყავით, მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე ისეთი ხმები ისმოდა სამშობიარო ბლოკიდან, ვიღაც კიოდა ფანჯრიდან დაგავხტები მეტის ატანა არ შემიძლიაო, მაგრად დავითრგუნე, მეთქი ასე რას სტკივათ, რომ ვერ ითმენენ. ჩემს თავს პირობა მივეცი, რაც არ უნდა მტკენოდა ასეთ ისტერიკებს არ დავიმართებდი და უხმოდ ავიტანდი ყველაფერს.
თან ვბრაზობდი ექიმზე, რატომ დამტოვა მაინც არაფერი მტკივა, სახლში უფრო მშვიდად ვიქნებოდითქო.
როგორც იქნა გათენდა, გაგუამ დამიძახა გამოდი უნდა გაგსინჯოთო, თან გამომკითხა როგორ ვიყავი, არაფერი მტკივა კარგად ვარ, ალბათ არაფერი შეცვლილათქო. ვნახოთ, ვნახოთო გამიცინა და შევიყვანა გასასინჯად. გამსინჯა და გაღიმებული მიყურებს, ყოჩაღ 3 თითზე ხარ გახსნილი, ყელი მოსწორებულია, მალე იქნებაო.
გამიყვანეს ავად სახსენებელ პროცედურაზე

ჩამაცვეს პენაგი და შემიყვანეს წინა სამშობიარო ბლოკში. წამოვწექი და ველოდები როდის დამეწყება ტკივილი. 1 საათI ვიწექი ისე რომ არაფერი მიგგრძვნია, შემოვიდა ისევ გაგუა, გამსინჯა და 2-3 საათში იქნებაო. ტკივილი ისევ არ ჩანს, გავიფიქრე ნუთუ ისეთი იღბლიანი ვარ ასე უმტკივნეულოდ უნდა გავიხსა 4 თIთამდე მეთქი, მაგრამ მთლად მასეც არ გამიმართლა. უცებ დაიწყო რაღაც აუხსნელი ტკვილი, რომელიც მთიშავდა, მაგრამ ინტრევალი 10 წუთამდე იყო, არ დამიძახია აარვისთვის, ვიწექი ჩემთვის, კარგად დასვენებას ვახერხებდი შაულედებს შორის, გაუტკივარებაზე არც მიფიქრია, საკმაოდ ტკივილ გამძლე ვარ. მაააგრამ, შაუალედებმა იკლო, დავიდა 5 წუთამდე, დავუძახე ექთანს, მეთქი ჩემი ქმარი შემომიყვანეთ, შემოვიდა გოჩა, საკმაოდ მოვძლიერდი მის დანახვაზე. თუმცა ტკვილი იმატებდა და იმატებდა, რადგან ვიცოდი ბავშვს ჭიპლარი ორჯერ ქონდა მოხვეული, ვიფიქრე მთელი ენერგია ახლა არ დავკარგო და მერე ვერ მივეხმარო ექიმს ჭინთვებზე-თქო, ამიტომ მოვითხოვე გაუტკივარება. გაგუამ გამსინჯა და ისევ 3 თითზეა, გაუკეთეთ გაუტკივარებაო. გამიკეთეს გაუტკივარება, პირველმა დოზამ არაფერი ქნა, დამატება მოვითხოვე, დამიმატეს და მანდ დაიწყო ნეტარება

ისე გავბრუვდიი, ჩემს ქმარს ვეუბნებოდი აუ რა მაგარიათქო

10 წუთი ვიყავი ასე ნეტარებაში, მაგრამ უცებ ისევ ვიგრძენი ყრუდ ტკვილი და ქვევით დაწოლა, დაუძახეს გაგუას, გამსინჯა და გაოცებული იყურება, სრული გახსნაა სასწრაფოდ სამშობიარო ბლოკშიო. მოვთავსდი სამშობიარო სკამზე, ვერაფერს ვგრძნობ, მხოლოდ დაწოლას. გაგუამ აბა შენ იცი, ძალიან უნდა იყოჩაღო და ზუსტად გააკეთო რასაც გეტყვი, თორემ პატარას ძალიან გაუჭირდებაო. იცოდა რომ 2-ჯერ ქონდა პატარას ჭიპლარი. აბა გაიჭინთეო, ვიჭინთებოდი მთელი ძალით, სახის ნაკვთებს ვერ ვგრძნობდი ოღონდ. თუმცა არაფერი მტკიოდა, კიდევ გაიჭინთეო, მეც ვიჭინთებოდი მთელი მონდომებით, ყოჩაღ, ყოჩაღო გაიძახოდა თან, 2 ჭინთვაც და მორჩება ყველაფერიო. თან მუცელზე მაწვებოდა ვიღაც, იმხელა ხელები ქონდა მიფარავდა მთელ მუცელს

მართლაც 2-ჯერაც გავიჭინთე და გაჩნდა პატარა, არაფერი მიგრძვნია, საერთოდ ტკივილის მაგვარი. რაც მე გაუტკივარების მომგონო ვლოცეე, ასე ადვილად რომ ვიმშობიარე. თუმცა რომ არ გამეკეთებინა, მაინც ადვილად ვიმშობიარებდი, სულ 40 წუთი მტკიოდა მუცელი, ჭინთვები რომ მეგრძნო 5 ის ნაცვლად 2-3 ჭინთვაში გავაჩენდი, ეს გაგუამ მითხრა თვითონ. ის მაქებდა ყოჩაღი გოგო ხარო, მე ვიფერებდი
რომ დამაწვინეს ჩემი ნამცეცი მუცელზე, ფეხზე ხელი შევახე, თბილი და რბილი იყო. სულელივით ვიღიმოდი, ეს პატარა არსება ინტერესით რომ მიყურებდა, ისეთი სასაცილო იყო. თან არ მეჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს დადგა ეს მომენტი. რაღაც უცნაური ემოციები ირეოდა ერთმანეთში. ვუყურებდი და გული უცხო ახალი გრძნობით მევსებოდა. მერე პალატაში რომ გადაგვიყვანეს, იქ ვეფერებოდი და დაწვრილებით ვსწავლობდი მის სახეს. ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი რომ დედობის ღირსი გამხადა და ეს დიდი ბედნიერება განმაცდევინა.
ვაიმე ჯერ სულ არ ვწერდი და ახლა რამდენი დამიწერია. მე მაპატიეთ. გავიპარე
ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა - (ჰოლბახი)