TaboochaPPeklizavetaშეიძლება ინდივიდუალურია.
მშობიარობიდან 1 თვე ზუსტად გაბრუებული დავდიოდი, სულ მეძინებოდა, ძალა არ მქონდა. სახლში სულ მარტო ვიყავი ხოლმე და მეშინოდა გული არ წამსვლოდა მაშინ როცა ბავშვი მეჭირა. შეიძლება ჰემოგლობინი რომ დაეცა მაგის ბრალი იყო.
+ თვალები მქონდა ძაან დაჭიმული ჭინთვების მერე. ესეც ხომ დისკომფორტია. სულ მინდოდა დამეხუჭა და ესე დასვენებულ მდგომარეობაში ვყოფილიყავი.
მიუხედავად იმისა რომ მე არ ჩავუჭრივართ, არც ნაკერები მქონიდა (იმ 1 პატარა ნახეთქს, სადღაც შიგნით არ ვთვლი, ვერც ვგრძნობდი) მაინც მიჭირდა წამოდგომა და დაწოლა სწორნაწლავის გამო. ჭინთვების დროს დაწოლა რომ იყო იმიტომ.
კი, ითვლება რომ ადვილი მშობიარობა იყო, სამშობიაროში მისვლიდან 5 საათში გავაჩინე, მაგრამ მაინც რა, ტკივილი ტკივილია, თავი არ გამიგიჟებია და ვითმენდი მაქსიმალურად იმ ტკივილებს., მაგრამ რომ არ მეგრძნო ეს ყველაფერი ცუდი იქნებოდა? არ იქნებოდა!
საკეისრო, ორგანიზმის გაჭრა-გამოჭრა, მთლიანობის დარღვევაც რომ არ არის კარგი ეგეც ვიცით, ხო? ვიცით.
ბევრს ვლაპარაკობ ეხლა, რა მინდა, გავედი

ან ისე უნდა გააჩინო ან ესე, მაინც ქალის გასაჩენია.
მშურს იმ ერთეულების ვინც 4 თითზე ისე იხსნება 1 წვეთ ტკივილს ვერ გრძნობს. არადა არიან ესეთები. მაგარია!
This post has been edited by კორდელია on 20 Apr 2011, 10:58