მოკლედ, ვიყავი დღეს ორთაჭალაში, ოფთალმოლოგთან (ზაზა ხოტენაშვილი).
ძალიან ვნერვიულობდი იქამდეც და რიგში რომ ვიდექი, ლამის გავგიჟდი. 3 საათი მომიწია ლოდინმა.
ხალხი იყო ზოგი საიდან და ზოგი საიდან, მგონი საქართველოს ყველა კუთხიდან, მოხუცებიც, ახალგაზრდებიც და პატარებიც, ზოგი ჩაწერით, ზოგიც ჩემსავით ცოცხალ რიგში.
მივედი 1-ის ნახევარზე, შევედი 4-ის ნახევარზე

რიგი რა თქმა უნდა არავინ დამითმო.
ექიმმა მიანათა რაღაცა მძინარე ბავშვს თვალზე და ეგრევე მითხრა, უეჭველი ზონდირებაა გასაკეთებელიო, და მოამზადეთო, ექთანს უთხრა.
იმანაც აიღო გამაყუჩებელი და უნდა ჩაეწვეთებინა, ამ დროს გამახსენდა (ისევ და ისევ ამ ფორუმიდან), რომ ცხვირიდან გამონადენის დროს არ შეიძლებაო თუ რაღაც ამდაგვარი, ექთანს ვუთხარი და იმანაც, აუ ექიმს კითხე "მაინცო". გამოვედი და ვეუბნები, ბავშვს ცხვირიდან გამონადენი აქვს, სურდო გადაიტანა და ცოტა შემორჩა მეთქი... შემომხედა და.. "აუ, რა კარგია რომ მითხარი, არ შეიძლება ზონდირებაო"

(((((
ასე შემთხვევით აღმოჩნდა რომ ბავშვისთვის საშიში იყო არხის გახსნა და გამოგვიშვეს უკან ერთი კვირით.
რა ვქნა ეხლა, რა ვიფიქრო ასეთ ექიმზე, და მეორედ მივიყვანო ისევ მასთან????
მომავალი იწყება დღეს...