ჩვენ ბავშვებს შალის ადიალებში გახვეულს ზრდიან და მაგიტომ
შარვლის შიგნით კიდევ შარვლები და რეიტუზები აცვიათ
3-3 ნასკი, აქედან 1 შალის და ა.შ.
ასე რომ ეგ საკვების კი არა, გაზრდის ბრალია
ჰუმანას კოლოფის ფაფა ბავშვს იმუნიტეტს ვერ გაუძლიერებს.
ვიტამინები კიდევ ცოცხალი ხილისგან მიღებული ბევრად ჯობია.
არცერთხელ არ შამიცმევია 2 შარვალი, არც შალის ნასკი,
არც რეიტუზი, არც მუხლამდე გეტრი. მთელი ზამთარია ტიტველი ფეხები უჩანს
შარვლიდან, პედიატრი რომ მოვიდა ეცინებოდა დიდი
კაცივით უჩანს წვივებიო. სახლში არ აცვია არანაირი ბოტასი,
არის მხოლოდ ნასკებით.
ბანაობისას არ ვაბანავებ დათუთქულ წყალში, ვავლებ გრილ წყალს
ბანაობის მერე.
მასაჟისტმა მასწავლა "მშრალი გაკაჟება" რომ ძინავს, ადიალა უნდა გადახადო 1 წუთით,
დააფარო ისევ 5 წუთით და ასე რამოდემინეჯერ. როცა დათბება უნდა დავიწყოთ
კიდურების ზელვა გრილი წყლით და აუცილებლად უნდა ვატარე ცურვაზე, ვაჟაზეა მგონი.
ისენი ამ ყველაფერს გაცილებით უკეთ ახერხებენ და ბავშვები უბრალოდ გაკაჟებულები
არიან.
პს. მეც გილოცავ დედის დღეს
და საერთოდ ყველას გილოცავთ

ჩემთვის პირველი დედის დღეა
This post has been edited by Ia-forumze on 3 Mar 2011, 11:17