maryam88
ჩემი წონის მთელ ბიოგრაფიას მოვყვები ახლა

ერთხელ ვიყავი ცხოვრებაში 48 კილო და არ მინდა როდისმე მასეთი საფრთხობელა კიდე ვიყო
51-53 კილო ვიყავი სულ სტაბილურად, ვჭამდი ხინკალ-ქაბაბ-მწვადიანად ყველაფერს რაც გამიხარდებოდა და თან არც ისე შეზღუდული რაოდენობით
მერე გავთხოვდი, პირველი ორსულობა მომეშალა, მაგრამ მოვასწარი წამლების დალევა და მაშინ მოვიმატე 56 კილომდე,
მერე პირველი ორსულობისას მოვიმატე კიდე 74 კილო და 400 გრამი ვიყავი მშობიარობის წინა დღეს, 1 თვეში ვიყავი 62; 4 თვეში 56, მაგრამ წონა ძალიან აცა-ბაცა იმატებდა იკლბდა, მერე ერთი თვე დავიცავი დიეტასავით, ანუ დღეში ერთხელ ვჭამდი რასაც მინდოდა და რამდენსაც მინდოდა, წონა დასტაბილურდა 56 კილოზე და მას მერე ვარჯიშისგან ამომხდა სული და 1 კილო დავიკელი,
მერე გადავწყვიტეთ რომ მეორე ბავშვიც მინდოდა და სესაბამისად ჭამას მივყავი ხელი, არ მინდოდა გამოფიტული ორგანიზმით დავრჩენილიყავი ორსულად და ორსულობამდე ავკრიფე 58 კილომდე და მშობიარობის წინა კვირას დაახლოებით ვიყავი 78 კილო

სამშობიაროდან გამოვედი 70 კილო, ერთი თვე გრამი არ დამიკლია
1 თვეში დავიწყე ვარჯიში და სამ თვემდე, ანუ სანამ რძე არ გამიშრა, უბრალოდ პური და შაქარი მქონდა ამორებული მენიუდან, ნუ პურს ძალიან ცოტას ვჭამდი, დავიკელი 65 კილომდე, მაგრამ ვიყიდე ელექტრო სასწორი და ვიყავი 67

ახლა ვარ 64,500 კილო

მინდა ვიყო მაქსიმუმ 55 და მინიმუმ 51

ხოდა არ დაგავიწყდეთ რომ თმა მცვივა! ესეც ხომ აისახება ბოლო-ბოლო წონაზე

დედა რამდენი ვწერე
ხო თან მე მარტო დიეტაზე არ ვარ, თან ვვარჯიშობ გამწარებული, 60 კილოს რომ ჩამოვცდები მასაჟისტსთან ჩავეწერები
მანამ მასაჟორიც ვიყიდე ლაითად რომ გამაბარგალოს ხოლმე
მოკლედ მე რომ არ გავხდე ეს იქნება მსოფლიო მასშტაბის უსამართლობა და ჩემი ტანჯვისთვის სიცოცხლეშივე ამენტება შარავანდედი!
Проходи, чувcтвуй cебя как дома. Можешь
пропылеcоcить или поcуду помыть...