მე ჩემ გამოცდილებას გეტყვი და იმის მიხედვით გადაწყვიტოს

)
1. ორსულობის ტესტი დადებთს აჩვენებს
2. მიდიხარ გინეკოლოგთან
3. ის გაგაზავნის ექოზე, რომ დადგინდეს ორსულობა და გამოირიცხოს რაიმე სირთულეები
4. ექოს პასუხით ბრუნდები გინეკოლოგთან
5. შემდეგ გინეკოლოგი ისევ გაგზავნის, ოღონდ ამჯერად ანალიზებზე: სისიხლის საერთო, შარდის საერთო, ნაცხის ანალიზი, სისიხლის ჯგუფის დადგენა, წნევა, აწონვა, გაზომვა ტრალი ვალიიიიიიი

6. ამ ანალიზების პასუხის შემდეგ გაძლევს დანიშნულებას: ეს აუცილებლად იქნება ფილოს მჟავა, შესაძლოა რაიმე ვიტამინი და კიდევ ჩვენების მიხედვით თვითონ ექიმი გადაწყვეტს.
ეხლა რაც შეეხება ვისთან მივიდეს: არჩევანი დიდია: დაწყებული ჩაჩავა, ლეჩკომბინატები (ქავთარაძე, ჭავჭავაძეზე), დიღომშI და რავიცი....... ჯანმრთელობის სახლში.
უმეტეს წილად მიდიან ხოლმე გაკითხვით: ანუ " მეგობარი დადიოდა, ან ნათესავი და კმაყოფილია, მოდი მეც იმასთან მივალ" პრინციპით. მე დაზღვევა მქონდა აისი - ში და მედიჰელპში მივედი, იქ გავიკეთე პირველადი ანალიზები ყველაფერი, ფალიაშვილის 85 ში. დაზღვევა თუ არ აქვს, ნუ ძვირი დაუჯდება ეს ყველაფეი, მაგრამ მერწმუნე ღირს ამად პატარა ბაცაცუნა
მოკლედ პირველ რიგში გინეკოლოგთან უნდა მივიდეს,
ხო მართლა რომ დადასტირდება ორსულობა და აღრიცხვაზე ავა, მისცემენ ასევე სახელმწიფო ვაუჩერს, რომლითაც გარკვეული ანალიზები და კონსულტაციები უფასოა, მე ეგაც გამოვიყენე,
რაც მალე მივა ექიმთან მით უკეთესია, უყურადღებო ორსულობა არ არის მიზანშეწონილი.

)
წარმატებებს გისურვებთ!
* * *
veranikმეც თავიდან 10 და გავაგრძელე მერე ისევ 10. ანუ სულ 20 გავიკეთე. თუ წნევას არ გიდაბლებს, შეგიძლია გააგრძელო, თუმცა კითხე მაინც ექიმს. მე მაგ სანთლებმა გადამარჩინეს

ეხლაც მაქვს სახლში, იმ დღეს წამომტკივდა წელი და მუცელი და ვიტაკე ეგრევე, ანუ ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ შეიძლება ერთჯერადი გამოყენებაც მაგისი, ისევე როგორც სამკურნალო.