ხოდა აკივლდა მერე ეს ჩემი შვილი, და მე გაბადრული სახით ვწევარ, მკლედ დასრულდა ოპერაცია, ტელეფონი მომცეს, შენეს დაურეკეო, ქმარს დავურეკე, მეთქი მკერავენ და გოგო გეყოლა, სულ რომ ბიჭი გეგონა მეთქი

(ეხოების არ სჯეროდა )იქ კიდევ იყო ჟუდკი მომენტები, რომელსაც არ დავწერ

ხოდა გამომაგორეს, ჩამომიყვანეს ლიფტიტ მეორეზე, ჩემს პალატაში, დამიდგეს ისევ გადასხმა, და ნესტანმა გამომიგზავნა უნალექო ყავა, ნუ რაც მე ის ქალი ვლოცეეეეე

) ხოდა მითხრეს კიდევ, რომ შენებს უთხარი, კოკა-კოლა შემოგიტანონო, კოფეინის პონტში , რომ წნევა არ დამვარდნოდა. მეთქი სამოთხეში ვარ თუ რა ხდებვა მეთქი

ერთი სიგარეტიღა მეკლდა
ორ საათში შემოუშვეს ჩემები, ნუ ყველა შეშლილი სახით მოვარდა და დამინახეს, რომ მე ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, შემოვიდნენ, გამიკეთეს მორფინი, მანამ გრძნობა დაუბრუნდება, მანამდე აჯობებს გავუკეთოთო და მერე ტკივილები რომშეაწუხებს, მერეც გავუკეთოთO, ხოდა ვიჭორავეთ და წავიდნენ ჩემები, დაიძინეო, ვერაფრით დავიძინე.
მთელი საღამო თავზე დამფოფინებდნენ. ძალიან , ძალიან დიდი ყურადღებით უდგებოდნენ ჩემს ყველა სურვილს და მოთხოვნას, შოკირებული დავრჩი მართლა. ასე ღამის 12ზე ამტკივდა ნაკერი და საშვილოსნო და შემოვიდნენ და დამიმატეს ტკივილგამაყუჩებელი., ხოდა მთელი ღამე მაინც ვერ დავიძინე, უბრალოდ ვერ დავიძინე. ტკივილს დიდად ვერ ვგრძნობდი.
გათენდა, შემომიგორეს ჩემი ბაია, დავინახე, როგორი პაწაწა არსება მყავდა უკვე და შევშინდი, მეთქი, ვაიმ ამას როგორ გავზრდი მეთქი

შემომიტანეს საუზმე, სუხარი და ჩაი, ბავშვს ძუძუ მოაწოვეო, მითხრეს, ნუ ვეცადეთ, მაგრამ რძე არ იყო და დიდად ვერაფერი გამოგვივიდა.
მერე ბავშვი გაიყვანეს და კათეტერი მომხსნეს და ეხლა უნდა ადგეო და მოშარდოო. ტკივილგამაყუჩებელის მოქმედება გასული იყო უკვე და ვგრძნობდი, რომ ვერაფრით ვერ ავდგებოდი, მაინც დამაძალეს, ხოდა რომ წამოვიწიე და ფეხი გადმოვყავი ლოგინიდან, დამეხვა თავბრუ და მედდა გულზე მივესვენე გულწასული

მიმაწვინეს, მოვედი აზრზე და ისევ შევეცადე წამოდგომას, ისევ წამივიდა გული. გამიკეთეს ისევ კათეტერი, ეს დღეს მაინც ვერ ადგებაო. ვერც ავდექი მართლა.
ტკივილგამაყუჩებელზე ვიჯექი ის დღეც.
მესამე დღეს ქორიძე შემოვიდა, უნდა ადგეო. მეთქი-ვიცი. შევეცადე ადგომას, ვაი იმ ადგომას, მე რომ ავდექი. სიმწრისგან მუხლები მეკეცებოდა . უფ

ხოდა შევედი მოსაშარდად, ძლივს დავჯექი უნიტაზზე. თვალებში ისევ მიბნელდება. ნუ ვა-ვაგლახით ვქენი. მედდამ მომწოდა დუში, უნდა ჩაიბანოო. ვავა. ეგეც ვაი-ვაგლახით.
გამიყვანეს პროცედურზე, დამიმუშავეს ნაკერი. ეგ მტკივნეული არ ყოფილა.
მეოთხე დღეს უფრო თამამად ავდექი. მტკიოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. თან უფროსმა დამირეკა, ქალო, სამსახურშიი როდის ბრუნდებიო , ხოდა მეთქი, უნდა ავდგეე... თან ტკივილგამაყუჩებლებს ვსვამდი პარალელურ რეჯიმში. მომივიდა რძე, თუ ხსენი თU რაცაა, სადინარები ისეთი ვიწრო მქონია, რომ მასაჯისტმა ვერაფრით გამიხსნა, მთელი დღე ეწვალა, და შემიძლია ვთქვა, რომ ეგ უფრო მტკივნუელია, ვიდრე ნაკერების ტკივილი. ვაიმე, კატასტროფაა ძუძუს ტკივილი. ჩამაგრდა რძე და მოკლედ ვიყავით ერთ გაწამაწიაში. ბავშვი ყველაზე ნაკლებად იყო ჩემთან, სხვა გოგოებს სულ თან ჰყავდათ, ჩემთან არ შემოჰყავდათ, ორ საათში ერთხელ ძუძუს ვიწველიდი ღამითაც და მორგიდან გამოსულს ვგავდი და ბავშვის ხელში ჭერის თავიც არ მქონდა. მასაჯისტი ძალიან მეხმარებოდა, უძალიანესი ადამიანი აღმოჩნდა, მართობდა, ათას ისტორიას მიყვებოდა მასაჯისას, მე რომ ცრემლებად ვიღვრებოდი, ძალიან განიცდიდა. მოკლედ ყველა მბალეშშიკობდა.
ამასობაში ბავშვს ჩაუტარდა ძალიან ბევრი გამოკვლევა, ნეიროსონოგრაფია, რომლის ანალიზიც ყველზე ძალიან მაინტერესებდა დ ა ძალიან კარგი პასუხი აღმოაჩნდა ბავშვს. ბილურუბინის ანალიზს ყოველ დილით უღებდნენ, სმენა შეუმოწმეს, და რავი. მე გამიკეთდა შარდის და სისხლის საერთო ანალიზი.
მეხუთე დღეს, დილით, კიდევ ერთხელ დამიმუშავეს ნაკერი, ეხო გამიკეთეს, პედიატრმაც დაგვრთო ნება და გამოგვიშვეს.
ნუ ძუძუს პრობლემა ეხლაც მაქვს, ვიწველი და ვარ მთელ წამებაში. ბავშვი პირს რომ მადებს ძუძუზე, გული მიმდის ტკივილისაგან

პ.ს. მე ძალიან არ შემიძლია ტკივილის ატანა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ზოგი ხომ ძალიან გამძლეა, შეუძლია ტკივილის ატანა, მე გული მიმდის ეგრევე
Ask me If I Care--by Michael Hayes.. miss him too much :(