იყო დრო მეც ეგრე ვჭამდი მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სარკეში ჩავიხედე და ჩემს თAვს ვკიტხე
ვარ კი ღირსი ისე ვუყვარდე ჩემს კაცს რომ ამ ჩემს ქონებს უსიტყვოდ ითმენდეს როცა მე პილმენის ჭამას არ ველევი მისი გულისთვის?
ხოდა აი იქ დამთავრდა პილმენების ჭამა.
და შედეგად 3 თვეში 12 კილო გაქრა და ისევ მის აღფრთოვანებულ თვალებში დავცურავ ბედნიერი...
ისევ ამაყად გახედავს ხოლმე სხვებს როცა თვალს გამოგვაყოლებენ ან იტყვიან, ვააა ეს როგორი პატარა გოგო უმშვენებს გვერდსო...
ჩემთვის სიყვარული არ ნიშნავს იმას რომ ამის გამო ადამიანი იძულებული გავხადო აიტანოს ის რაც აშკარად არ არის სასიამოვნო, ეს უკვე ეგოიზმი და უკულტურობაა.
ეს უკვე სწორედ ისაა შენ რომ ზემოთ დაწერე ''გათხოვებამდე მოვეწონო და მერე გარანტირებულია სად წავა,,, აიანოს.''
შენი (ისევე როგორც ჩემი და ყველა სხვა მსუნაგის ) პრობლემა კუჭში კი არა ტვინშია.
კარგად უნდა გააანალიზო რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის
გიღირს კი დღეში 5-10 წუთით გემოს შეგრძნება იმად, რომ შენმა მეორე ნახევარმა შენი ქონები ითმინოს. თან მოახერხოს იყოს ერთგული, თვალი არ გაექცეს , მოახერხოს რომ იყოს აღტაცებული და ვნებიანი შენთვის, შურით გააყოლოს სხვის ტანწერწედა ცოლს თვალი რომელსაც ყველაფერი უხდება და რომლის ქმარიც ამაყად გაბღენძილი იღებს კომპლიმენტებს რა მშვენიერი მეორე ნახევარი გყავსო. შენი კი მხოლოდ იმ ტექსტს დასჯერდება რა გულიანი და ჯიგარი გოგო ხარ.
შენ ამ დროს ზიხარ და საპასუხოდ პილმენიან თითებს ილოკავ.
კარგად უნდ აწარმოიდგინო ეს კადრი, კარგად გააანალიზო შედეგი და მხოლოდ ამის მერე შეძლებ სიმსუნაგის დაძლევას.
იმედია უხეშობაში არ ჩამითვლი ამ პოსტს და მიხვდები რომ ასე მძაფრად იმიტომ ავღწერე რომ თავად გამოვიარე და მხოლოდ კარგი მიზნები მამოძრავებს შენს და ყველა იმის მიმართ ვინც მინდ არომ კალორიებზე გადმოვიბირო
იმიტომ რომ ეს არის ერთად ერთი სსწორი და ჯანსაღი კლება. შენარჩუნების გარანტიით.
ჰააა, ცოტათი მაინც ვერ ვიმოქმედე?

პ.ს. ისე ბორმენტალი მეტი კი არაფერში იღებს 700 ლარს
რა უსახელოდ ვკვდებით მე და ნენოოო
This post has been edited by agr_bak on 15 Nov 2011, 23:55