ჯერ ყველას დიდი მადლობა,ვინც ცოტა ადრე გამომეხაურა და მირჩიეთ რაღაცეები

ძAნ მოკლედ დავწერ ისევ:
გუშინ მეუღლეს დაეწყო ციებ-ცხელება და მკვეთრად აუწია სიცხემ,40მდე.
მკერდი ასტკივდა,გაუმაგრდასავით.
გაციებულიც გვეგონა,მაგრამ არ აქვს გაციების სიმპტომები.
დავალევინეთ პანადოლი,შუშხუნა ტაბლეტები(იმედია შეიძლებოდა,მიუხედავად ანოტაციისა).
დღEს მოვიყვანეთ მასაჟისტი(ციცინო).
ჩაუტარა მანიპულაციები.ნაკლებად სტკივა.
ხვალაც მოსასვლელია.
მასაჟისტმა კაი იქნებაო თუ "ანდენიმა"ს მალამოს წაისმევსო.
გავვარდი აფთიაქებში.არ აქვთ.ჯპს-ში მომცეს "ბეპანთენი".წავიკითხე ანოტაცია სულ სხვა რამეა.
დავგუგლე ანდენიმა,მეთქი რისია.ვერ ვიპოვე.როგორც სახელწოდებიდან მივხვდი რაღაც ალბათ ჯირკვლებთან არის დაკავშირებული.სად ვიშოვო ეგ მალამო?
ან უფრო ჭკვიანური იქნება-კარგ მამოლოგს მიმასწავლეთ რაა,ოღონდ მართლა კარგ პროფესიონალს.
რაღAც არ მომეწონა ამ მალამოს სახელწოდება და მირჩევნია ექიმს დავეკითხო.
თან ბავშვი მეცოდება,როდემდე სვას არარეკომენდებული პანადოლიანი რძე და თან დედა მეცოდება-ჯერ რომ მაღალი სიცხე აქვს,არაფრის თავი არ აქვს და თან ეს ანდენომა...
როგორ მოვიქცე,რა არის ყველაზე ოპტიმალური ამ სიტუაციაში?
This post has been edited by Merab_Arakhamia on 26 Dec 2011, 22:13