E_koმეც ეგრე ვფიქრობ ტანსაცმელზე, მაგრამ რამდენად პრაქტიკულად ვფიქრობთ არ ვიცი

) კარგად რომ გამორეცხავ ალბათ არც იმ სხვის ნაცვამს უჭირს რამე
ninuwkiზუტად ეგრეა რაა!! ჩემი ქმრის მხარე თავიდან არაფერს მიყიდის, რომ დაიბადება მერეო, რაც დაგაკლდება შეგივსებთო და ყველაფერს რომ ვუყიდი მერე მეტყვიან ყველაფერი აქვს და აღარაფერი გჭირდებათ თურმეო!! რაც დაოჯახებისას იყო ის იქნება მერეც

) აი, ისე მეშლება ასეთ რაღაცებზე ნერვები რო ლამისაა გავსკდე ხოლმე

მაგრამ რა ვუყო....
არაერთხელ მითხრეს, ერთი, დალაგდით და რომ გამოჩნდება რა გჭირდებათ მერე ნელ-ნელა შეგიგროვებთ ყველაფერსო. გეხვეწები მითხარით ტაფა და ქვაბი რომ არ გაქვს როგორ უნდა ელოდო როდის "დალაგდები" და როდის მოიფიქრებენ რამეს.. ყელში რომ ამომივიდა ვუტხარი არაფერი გვაქვს მეთქი!! გულში ვფიქრობდი რა გამოატანე შენს შვილს არ გახსოვს-მეთქი? მაგრამ ხომ არ ვეტყოდი

) აქ რა სალაპარაკოა, მაგრამ 500 ლარი მოგვცეს ჯვრისწერაზე (ისიც სესხებას აპირებდნენ და თან სასწრაფო რეჟიმში უნდა დაგვებრუნებინა; რომ გავსკდი ტირილით თქვენ თუ არ გაქვთ თავმოყვარეობა მე მაქვს და კატეგორიულად არ ვაპირებ მეთქი შენი მშობლებისგან ფულის სესხებას-მეთქი, მიხვდა ჩემი ქმარი რომ მართლა მაგრა მიქარეს და რო გააცნო მშობლებს ჩემი პოზიცია ინამუსეს და უკან აღარ გამოგვართვეს), კიდე ერთი ძველი ჩაიდანი წამოვიღეთ, ყურმოტეხილი და 6 ჭიქა გვაჩუქეს ღვინის თუ შამპანურის და ისიც ეგრევე გამიტყდა ერთი

ასე გამოისტუმრეს უმცროსი ვაჟიშვილი და უფროსს რაც ქონდათ და არ ქონდათ ზედ გადაყვნენ და ახლაც რაც შეუძლიათ იმასთან ათენებ-აღამებენ! უბრალოდ, ის ისეთი ტიპია რომ ჩადის ყველაფერს მოხვეტავს და მოაქვს და ჩემი სულ იმას გაიძახის არაფერი მინდა სხვისი მოცემულიო! ნოემბერში დავქორწინდით და სულ ორჯერ არიან ნამყოფები! ხოდა მაგათ იმედზე ნამდვილად ვერ ვიქნები ბავშვზე... მე არ მესმის ეს ყველაფერი და ვინმეს თუ გესმით მითხარით! მესმის რომ ადამიანს თავზე არ გადადიოდეს, მაგრამ გაჭირვებულები ნამდვილად არ არიან და ეს უფრო უყურადღებობის ბრალი მგონია და არა უფულობის! მათ შორის განსხვავების დანახვა ძალიან იოლია...
მაგრამ მადლობა ღმერთს, ვგიჟდები ჩემს ქმარზე და ოღონდ ეგ მიმყოფოს ღმერთმა კარგად სხვას ვისაც რა უნდა ის უქნია.. თავისი შემოსავლით რაც ვიყიდეთ ეგაა და დედაჩემის წლობით ნაგროვები რაც მქონდა. ახლა რომ მოვლენ რა თქმა უნდა მეტყვიან რომ თავზე გადაგგვდის ყველაფერი და რაღა გვჭირდება

ძააან პრიკოლია რაა....
უკაცრავად ასე რომ გადმოვშალე ყველაფერი

( მაგრამ გულმა აღარ მომითმინა....