გოგოებო ყველას დიდი მადლობები ჩემს წინა პოსტებზე მეგობრული გამოხმაურებებისთვის :*
გუშინ მყავდა ექიმთან.კერძო პედიატრი ავუყვანე.ძალიან კარგი ადაიანი,ისეთი კმაყოფილი წამოვედით და ტან აქვე ცხოვრობს,ჩემს მეზობლად.და თან ჩემმა კარგმა ნაცნობმა მირჩია,თავისი 10 თვის ბიჭი დაყავს მასთან.კარგ რეკომენდაციას მაინც მნიშვნელობა ჰქონდა არჩევანის გაკეთების დროს და ნამდვილად გაამართლა.

მოკლედ ჩემი გოგო არის ერთი თვის და 23 დღის.1 ნოემბერს გახდება 2 თვის.
სიმაღლეში არის 59 სმ. და წონა 6 კგ.300 გრამი(შიშველზე).
ჯანმრთელი ბავშვიაო ექიმმა.არანაირი პრობლემა ამას არ აქვსო.ერთ თვეში რომ ამდენი აქვს ნამატი იმას რა შეიძლება აწუხებდესო,გაიხუმრა

რომ დავუხასიათე მისი ქცევები,ხასიათი აქვს ასეთიო და თავისებური მიდგომა + მოთმინება გჭირდებათო.

ჩაბჟირება არ არის საშიში,თავისით ამოისუნთქავსო.მთავარია მშვიდად შეხვდეთ,დააწვინოთ ჰორიზონტალურად და დაელოდოთ,არავითარი სხვა ზომა არ მიიღოთO.
ჭამის მერე ამორწყევა რომ იცის ეგეც ნორმალურიაო.პატარა კუჭი აქვს და არ არის დახურული და თანაც ძალიან ბევრს ჭამსო.ეცადე 2 საათი მაინც გაუხანგრლივო ჭამებს შორის ვადაო.დავიწყეთ უკვე ახალი რეჟიმი,ცოტას ჭუჭყუნებს რომ შივდება,მაგრამ მერე ჩუმდება რომ არ ვაძლევ

ანუ ქაცავს ჯერჯერობით.
კიდევ - ვიტამინი რომელიც არ შედის დედის რძეშიო D ვიტამინიაო და დღეში 10 წუთი მაინც გყავდეს პირდაპირი მზის სხივებზე სანამ ჯერ კიდევ არის მზეო(აქ ისე სულაა მზ,ზამტარშIც კი ). დ ვიტამინის წყაროაო,ფეხები და თავი გაუშიშვლე და ისეო.
ათასი რამ დამარიგა,გაგვსინჯა და გამომიწერა გრანულები გაზებისთვის.გუშინვე დავუწყე და მშვენივრად არის მის მერე.
მოკლედ სხვა გზა არ მაქვს,ჩემი გოგოს ასეთ ჭირვეულ ხასიათთან მომიწევს შეგუება და მეც აღვიჭურვე მოთმინებით.თქვენ რაც მირჩიეთ თითქმის იგივე მითხრა პედიატრმაც.
და კიდევ რძეს მოერიდე ეგ აგროვებს გაზებსო.სხვა ყველაფერი ზომიერად მიიღეო,არაფერი შეზღუდოო.
გაზიან სასმელზე ვკითხე გაზებს თუ აგროვებსმეთქი და არაო,მითხრა.რაღაც ამ ბოლოს მაქვს მოთხოვნლება და ხანდახან ვსვამ ხოლმე.
გუშინ დილითაც და საღამოსაც ვასეირნეთ ანა,თითქმის მთელი დღე გარეთ გვყავდა და ჟანგბადით გაჯერებულს მშვენივრად ეძინა ღამითაც და დღესაც აქამდე მთელი დღეა ძინავს.
ვნახავ აბა როგორც სხვა დროს,საღამოსკენ თუ დაიწყებს ისევ კონცერტობანას

მოკლედ მოვედი ხასიათზე
This post has been edited by Janiss on 23 Oct 2012, 17:58