მართლა? რითია კარგი, რა აქვთ განსაკუთრებული? ვნახავ მერე. თუ მომეწონა წინასწარ დავიჭერ თადარიგს რომ მომავალ წელს მივიყვანო.
მე ბოლო დროს აღარ მომწონს ბაღი, სადაც დამყავს. ძალიან დიდი სივიწროვეა და აქამდე არასდროს, არასდროს არ უთქვამთ ჩემთვის რამე პრობლემა რომ იყო, ან ახველებდა, ან საჭმელი არ შეჭამა, ან რაღაც– უკვე შთაბეჭდილება მრჩება, რო მშობლებს პრობლემებზე არ ელაპარაკებიან რო შეალამაზონ რეალობა.
გარდა ამისა, უკვე დიდი სივიწროვეა. თავის დროზე კერძო ბაღი იმიტომ ავირჩიე, რო ჯგუფში 10–მდე ბავშვი იყო. ახლა უკვე 20–მდე არიან და შედეგიც სახეზეა– სულ ვირუსებს იკიდებს

დიდად იქ ნასწავლი ლექსები, სიმღერებიც არ მომისმენია. ნუ რაღაცეებს აკეთებს ალბათ, მაგრამ მგონია რო უფრო მეტად შეიძლება ბავშვს ტვინი გაუვარჯიშო.
კიდევ ერთი ნიუანსი: სახლში მოდის ძალიან მშიერი.
ყოველ დღე მხვდება მენიუ გამოკრული, მაგრამ როგორც ჩანს ან არ ასრულებს კვებას, ან არვიცი. ფაქტია რო არ ყოფნის იმათი საკვები.
ამ მიზეზების გამო, განსაკუთრებით გახშირებული ვირუსების პირობებში წელს საერთოდ აღარ მინდა აღარანაირი ბაღი.
სადმე ვიპოვი ცეკვის ან სიმღერის სტუდიას, ან ხელოვნების წრეებს და იქ ვატარებ.