ეს თემა რომ არ ვიცოდი მე

მოკლედ 5 წლის წინ გავთხოვდი 4 ნოემბერს, და წორწილის ღამესვე დავორსულდი

ეს ზუსტად ვიცი

22 ნოემბერს ჩემი ქმრის მეგობრის ქორწილში მივდიოდით, შევიდა ცემი ქმარი მარაზიაში სიგარეტზე, მერე გვერძე აფთიაქში და თურმე ტესტიც გამოუყოლებია

იმ დღეს ქორწილში ისე კარგად მოვულხინეთ თავის ცეკვებიანა

დილით ადრე გავიღვიძეთ და მიდი რა ტესტი გაიკეთე ვკვდები ინტერესითო

გავიკეთე ტესტი და გამოვიყოლე ოთახში, ფანჯრის რაფაზე დავდე და დავწექი, მერე ვილაქპარაკეთ კარგა ხანი, შემაწუხა ადექი რა ნახე, ადექი რა ნახეო
ვდგებოდი და ფეხები უკან მრჩებოდა, დავხედე და ბრდღვიალებდა 2 ხაზი

ვერ გეტყვით რა დაემართა, გაგიჟდა, არ მჯერა, არ მჯერაო ყვიროდა, ცრემლები წამოუვიდა,
თან გიორგობა იყო და ისე აღნიშნა ჩემი ორსულობა, პირველი ვისაც გააგებია მამაჩემი იყო

დაურეკა და ახარა