4 აფთიაქში ვიყავი - 2 ჯი-პიი-სი-ში, ფარმასახლში, ფარმაგიდში, ტოპიკრემის ტანის დამატენიანებელი კრემი ვერ ვიშოვე, ზოგმა გაგვითავდაო, ზოგმა კაი ხანია, არ შემოუტანიათო
ერთი კონსულტანტი კიდე , ჯი-პი-სი-ში, ტანის რძეს მატენიდა, ესაა, გინდა თუ არაო,
მიჭირავს და ვკითხულობ ეტიკეტზე - გამოიყენება ნამზეურისას, აუზის შემდეგ, მასაჟის დროს და ა.შ.
ვეუბნები, რომ მე მინდა ტანის კრემი და არა ტანის რძე,.
-არა, სახელი შეცვალეს ეტიკეტზე, მარა ეგააო

ვერ დამაჯერებ,არ ვყიდულობმეთქი და დავუბრუნე
ძაან უნდოდა გაეყიდა და რა ექნა
ამ დღეებში სხვა აფთიაქებსაც ჩამოვივლი.
დანარჩენი ყველაფერი ნაყიდია და გული მშვიდად მაქვს