Bulbusaაბაზანა, შამპუნი (თავის, ტანის), ყურის ჩხირები, თავიდან წყლის თერმომეტრიც დაგჭირდება, მერე მიეჩვევი. აბაზანისთვის გვირილა, ჩერედა. ჭიპის დასამუშავებლად - ბრილიანტის მწვანე, პერეკისი. ბავშვის პირსახოცი.
ბავშვის ტანის კრემი, კარგი იქნება - ზეთიანი ხელსახოცებიც რომ იყიდო, ბუბხენის, ავერსში იყიდება. ხან კანი ძალიან უშრებათ ხოლმე ტანზე, იქერცლებიან და დაზეთვა ჭირდებათ

საფენისგან დამწვარი ან გაღიზიანებული კანისთვის მე ვხმარობ სუდოკრემს, ძალიან ეფექტურია.
სავარცხელი (ჩვილი ბავშვებისთვის), მაკრატელი.
ოყნა, გლიცერინის სანთლები (სპეციალურად ჩვილებისთვის), გაზგამყვანი მილები, თერმომეტრი. გაზებისთვის წამალს, დ ვიტამინს და ა.შ. ექიმი თვითონ გეტყვის.
რაც შეიძლება ბევრი ბოდე, ხელფეხიანი, ნატურალური.ნასკები, ქუდები, ხელთათმანები... ტანსაცმელი შენი სურვილით და გემოვნებით

სარეცხის ფხვნილი ბავშვის.
აუცილებლად იყიდე ბავშვის ჭურჭლის სარეცხი საშუალება, თუ ხელოვნურზე გეყოლება ბოთლები სხვა რამით არ გარეცხო და თუ ბუნებრივ კვებაზე იქნება, სოსკას და პლასტმასის სათამაშოებს გარეცხავ.
მე ვხმარობ საპროცედურო დაფას, ბავშვს საფენებს იმაზე ვუცვლი ხოლმე. ზემოდან ვაფარებ ერთჯერად პილიონკას, იშვიათად მესვრება და ამიტომ, ეკონომიურია

დაგჭირდება ჩვეულებრივი პილიონკები, ნატურალური.
რაც შეეხება ბავშვის კოსმეტიკას, ყველაზე ნორმალურ ფასად ხარისხიანი პროდუქცია აქვს ბუბხენს, ბუბხენისას ვხმარობ ტანის კრემს, ტანის შამპუნს, ზეთოვან ხელსახოცებს. თავისთვის ვხმარობ მუსტელას ქაფს (ჩვილების შამპუნს), სებორეას აარიდებს

ბავშვის საწოლი აუცილებლად, საბანი, ზეწარი, ჩიხოლი. გამოსაკრავებიც, შენი სურვილის მიხედვით

ბალიში არ უნდა.

ჩხრიალა და საჭყიპინო სათამაშოები.