მოკლედ, შავი სია მაქვს გაკეთებული, რა უნდა დავახვედრო სახლში ბაღანეს (მე6 თვეში ვარ და რატომღაც უკვე ამეკვიატა ფიქრები):
• ტანსაცმელები (აქ უამრავი რამ შედის, ამაზე ცალკე სია მაქვს)
• ეტლი (სამშობიაროდან გამოსაყვანად და სასეირნოდ);
• საწოლ-მანეჟი (როცა მანეჟად გადაკეთდება, საწოლს მერე ვუყიდი, ალბათ 4-5 თვიდან)
• ტაშტი - აბაზანა დასაბან-ჩასაბანად.
• ბოთლები და საწოვარა (ეს არ ვიცი როგორ უნდა ავარჩიო და რამდენი უნდა, ან მჭირდება კი თავიდან?)
• მატრასი ან არ ვიცი საწოლ მანეჟს თავისი მოჰყვება თუ არა.
• საბანი, ბამბის - 2 ცალი
• ბავშვის ლოგინის თეთრეული, 2 ხელი
• პამპერსი - თავიდან 2-3 შეკვრა და მერე ვნახოთ.
• პირსახოცი ჩასაბანად და გასამშრალებლად - 3-4 ცალი
• კენგურუ - 1 ცალი და კარგი, რომ დაიმაგროს ბავშვი. 3-6 თვის.
• სათამაშოები 0-4 თვის ბავშვისთვის
• წყლის თერმომეტრი
• დასაბანი ღრუბელი და დასაბანი საპონი
• ტალკი და ზეთები და მაზები, ცხვირის ფიზიოლოგიური ხსნარი (ცემინებისას და ცინგლების გამოსაწმენდად) და ბავშვის აფთიაქი ზოგადად
• ყურის გამოსაწმენდი ჩხირები
• სარეცხი ფხვნილი (სპეციალურად ბავშვის ტანსაცმლისთვის)
• საფენის გამოსაცვლელი დაფა (??)
• საქანელა (არჩევითია. თუ დამრჩა ფული, მაშინ ვიყიდი)
რამე გამომრჩა?