მოვედი და მაცადეთ ახლა დავწერ არზას
* * *
"საშვილოსნო სამკუთხედი ფორმის, გადახრილი ოდნავ მარჯვნივ და უკან, კონტრასტით სწრაფად შეივსო და ორივე მილში სწრაფად გადავიდა. ორივე მილის ბოლოები გაფართოებულია (განსაკურებთ მარჯვენა). კონტრასტი გადავიდა მუცლის ღრუში. მცირე ნაწილი დარჩა მილში (უფრო მარჯვნივ)" - ესაა პასუხი.
პასუხის ინტერპრეტაცია კი ექიმის მიერ არის ის, რომ მილები გამავალია, უბრალოდ სურათებს რომ შეხედა, რაღაც პატარა შეხორცებები შეიძება იყოსო მარჯვნივ ბრმანაწლავის ოპერაციის გამო, იქ ცოტა შევსების პრობლემაც იყოვო რადიოლოგმა უთხრა, მარა უმნიშნელოვო...
ხოდა ჩემმა ექიმმა პრფილაქტიკის მიზნით ერთი 5 პროცედურა მიკროინსტილაციისა გავკეთოთ თუ გინდაო, მეთქი რ საჭიროა თუ გამავალია (სულ ვეჯიუტები რა). უბრალოდ კარგი იქნებაო, თუკი რამე არის პატარა შეხორცება, გამოასწორებსო. + დამინიშნა მოსვლამდე ბიფლაზიმი და რაღაც კიდე გასაწოვად...
თქვენი აზრი მაინტერესებს ამ მიკროინსტილაციაზე თუ გაგიგიათ რამე? ალბათ ამ ეტაპზე არ გავიკეთებ, აგვისტომდე... მერე თუ არაფერი იქნა, მოვიფიქრებ რა ვქნა.. უბრალოდ შვებულება თუ არ მექნა, ვერ ვივლი ამ პროცედურაზე...
რაც შეეხება პროცედურას, დიგნითი აპირებს ხო შაბათს? მინდა დაგამშიდოთ, ვინც აპირებთ გაკეთებას - არაფერი არაა, სულ არ მტკენია, ცოტა ყელის გახსნა და სარკის ჩადგმაზე იჩალიჩეს, ეგეც თუ გამოცდილი ექთანი იქნა, ვერ გაიგებ. წამლის შეშვება კი როგორც მენსტრუაციის მოვლისას, ეგ გრძნობაა... სულ სიცილ-ხარხარში გავიყვანე დრო, რაღაცებს ვბოდიალობდი რო გადამეტანა ყურადღება და რო მითხრეს ვსოვო, უიმეთქი ვერ ვიგრძენი ვერაფერი, მენსტრუაციის პირველ დღეს ისე მტკივა და მტკიოდა ხოლმე ადრე, რო იმასთან შედარებით ბულკი ტკივილი იყო....
მოკლედ ასე - ჰო ,ამ თვეში თავდაცვაო... რაღა დარჩა დღეს 14 დღეა...
აი ამ მიკროინსტილაციაზე მოვისმენდი თქვენს გამოცდილებას....
პ.ს. ფოტოები დისკზეც მაქვს, უბრალოდ აქ გინეკოლოგი რომ არ შემოდის, თორე კი ვაჩვენებდი სხვასაც... მარა რახან წერია სწრაფად გადავიდა, ე.ი. სწრაფად გადავიდა..

ვსო! ტოჩკა!
მომეშვა.....
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?