naneeegarfield1არ ვიცი, ფაქტია რომ ასე იყო. შეიძლება არც თქვენს ახლობლებს და არც თქვენ არ შეგხვდეთ ოთახი ჩამოგლეჯილი ჟალუზებით, ან შეიძლება იმ დღეს მზე არ იყოს. პრეცედენტი უკვე ნიშნავს რომ განმეორება შესაძლებელია.
ჩემამდე ერთ გოგოს ერთი საათი ელაპარაკა და მე ზუსტად ეგ ორი წინადადება მითხრა რომ პედიატრთან რომ მივიყვან ის მასწავლის. შეიძლება რამდენიმე პედიატრი ყავდეთ და მე მაინც და მაინც სიტყვაძუნწი შემხვდა. რაც მე გადამხდა რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ თქვენც იგივე შეგემთხვევათ. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ყველას სხვადასხვა რეაქცია აქვს კონკრეტულ სიტუაციაში. ვიღაცას შეიძლება პირდაპირ ქორიძე მოეთხოვა და მოეხსენებინა მისთვის რომ პალატის შეცვლა სურს ჟალუზების გამო და მასაც დაუყოვნებლივ გადაეყვანა. ეს პაციენტი კი კმაყოფილი იქნებოდა სწრაფი რეაგირებით. მე მხოლოდ უსუსურად ვკითხულობდი, ძალიან მაწუხებს და ვინაა ამაზე პასუხისმგებელი-მეთქი და ყველამ დამიკიდა. უზარმაზარი მუცლით დავათრევდი ლოგინს რო ოთახში ჩრდილი მომენახა.
მე იმანაც გამაღიზიანა, რომ 1700 ლარი გადავიხადე და 20 თეთრიანი კბილის ჯაგრისი, 80 თეთრიანი კბილის პასტა და 30 თეთრიანი ტუალეტის ქაღალდი იყო. და ყველაზე ბანძი ბელასეტა! არც ერთი მათგანი არ გამომიყენებია, მაგრამ ნუთუ არ შეიძლებოდა ჩემი 1700 ლარიდან 20 ლარი გამოეყოთ ჰიგიენის საშუალებებისთვის? ამხელა ფულს რო ვიხდი და ქმარს ვეხვეწები ტუალეტის ქაღალდი მომიტანოს არ გაგიჟდება? სხვათაშორის, იმ ღამეს ის საშინელი ღალდიც არ მქონდა. მჭირდებოდა, სანიტარს ვთხოვე და 2 საათში მომიტანა, თან ამაყად განმიცხადა რომ უიმე, დაავიწყდა, არადა სამჯერ შევახსენე და მაინც 2საათში მომიტანა

))
ადამიანის ხასიათზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული. მე რამაც შეიძლება გამაღიზიანოს სხვამ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს.
რაც მე ეს საკითხი ვიკვლიე არ ვიცი რაა... არც ერთი ადამიანი არ მინახავს ჯან. სახლით უკმაყოფილო. ფორუმზე ხო საერთოდ, რამდენიმემ იმშობიარა ჩემამდე იქ და ყველა მხოლოდ დადებითს წერდა. მაგიტომაც მეგონა ყველაზე ნაკლებად მანდ დამწყდებოდა რამეზე გული მაგრამ შევცდი.
makavel1ვერ დაგეთანხმები. თუ არჩევანი მიდგა პროფესიონალი თუ ადამიანური, რა თქმა უნდა პროფესიონალს აირჩევ, მაგრამ დღეს ბევრია პროფესიონალიც და ადამიანიც.
რომ ვიმშობიარე მერეც არ გამიარა ტკივილმა, მუცელს რომ მიჟღლემდნენ ძალიან მეტკინა. ამოვილუღლუღე ასეთი მტკივნეული თუ იყო მშობიარობის მერეც არ მეგონა-მეთქი და ეს კრეტინი კაცი მეუბნება თუ არ გინდაო არ მოგიჟღლემენო, სისხლი არ დაიწრიტებაო და გაგებერება და ასე ამოგაჭრიანო (თან ხელით მაჩვენებს როგორ ამომაჭრიან) და მეტ შვილს ვეღარ გააჩენო! ამას მეუბნება 5 წუთის ნამშობიარებს. წამეშალა სახე! დიდი ბოდიში მაგრამ ეს კატასტროფაა!! სხვათაშორის, ძალიან ბევრ სამშობიაროში, უმეტესობაში, საერთოდ არც უჭყლეტენ მშობიარობის მერე საშვილოსნოს.
გურგენიძეზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ

) დედამიწაზე ერთადერთი ეხოსკოპისტი თუ იქნება მხოლოდ მაშინ მივალ აქ ერთ ფორუმელ გოგოს ისეთი გაუკეთა. სულ არ ვიცნობ იმ გოგოს, მაგრამ სოლიდარობის ნიშნად პროტესტს ვუცხადებ მაგ კაცს!! მითუმეტეს, მაგ სფეროში არიან ძალიან კარგი სპეციალისტები.
კიდევ ერთხელ ვამბობ რომ სავალდებულო არაა თქვენც იგივე შეგემთხვეთ. ინფორმაციის დონეზე იცოდეთ და მზად იყავით თავის დასაცავად

)
აი, ვინმეს დასწრებაზე და ბავშვის გულზე არ დაწვენაზე კი გირჩევთ მართლა დაფიქრდეთ, ვინც საკეისროს იკეთებთ იმათ არ გეხებათ, რა თქმა უნდა. და ფასიანი აცრის გაკეთებას თუ აპირებთ ბ ჰეპატიტზე არ ააცრევინოთ, თუ თქვენ თითონ არ ეტყვით არ გკითხავენ და ისე აცრიან.
დაველოდები თქვენს შთაბეჭდილებებს. მე კი სად ვიმშობიარებ არ ვიცი....
ნუ აი რავი რაა... რაც ვიცოდი არ დავიზარე და დავწერე

))