დილამშვიდობისა ღიპუცებო
ეჰ მოკლედ რისკი ყოველთვის და ყველაფერში არის..მთავარია ჩვენ არ ვინრვიულოთ,და გვჯეროდეს რომ ჩვენ ცუდი არაფერი დაგვემართება. რწმენა ბევრ რამეს შვება

ეგრე მე მეორეზე 4 თვის ორსული რომ ვიყავი,ჩემ გოგოს მონონოკლეოზი შეხვდა,ინფექციური დაავადებაა დაახლოებით როგორც ჩუტყვავილა და წითელა.მოკლედ ორსულისთვის საკმაოდ სახიფთო.4 დღე ვიწექით იაშვილში.ანალიზი მეც გავიკეთე მაგ ინფექციაზე და დადებითი მომივიდა.მართალია მე არანირი სიმფტომი არ ღმენიშნებოდა,მაგრამ ვირუსის მატარებელი ხომ ვიყავი.მოკლედ ყველას ძალიან შეეშინდა,დაპანიკდნენ,ინტერნეტში მოვიძიეთ მაგაზე მასალები და ნუ ყველგან ეწერა რომ ძალიან საშიში იყო ორსულებისთვის და ბავშვის ტვინზე მოქმედებდა..ვისთან აღარ მივედით,გენეტიკური ანალიზიც გავიკეთე იქ ნომაში იყო ყველაფერი,ეხოზეც არაფერი არ ჩანდა.ერთმა პროფესორმა მითხრა,ვერაფერს ვერ შეცვლი რომც იმოქმედოსო,წინასწარაც ვერ გაიგებო,მოკლედ მხოლოდ ღმერთის იმედი გქონდესო. მართალი გითხრა ძალიან არ მინერვიულია,რაღაცნაირად მჯეროდა რომ არ იმოქმედებდა ბავშვზე. ღმერთს ვენდე და დარწმუნებული ვიყავი რომ არ გამწირავდა.. და დაიბადა კიდეც მშვენიერი ,ჯამრთელი ბიჭი

ასე რომ გოგოებო,ნუ ინერვიულებთ ნურაფერზე, იყავით მშვიდად და გჯეროდეთ ღმერთის! ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა,ჩვენი ნერვიულობით მაინც ვერაფერს შევცვლით,ამიტომ ძლიერები თუ ვიქნებით,ყველაფერი კარგად იქნება