txiliმე შოთა ნაცვლიშვილთან გავიკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ნუ შოთას გამო მივედი მანდ
ეხლა რაც შეეხება თვითონ ახალ სიცოცხლეს. უფრო უკეთესს მომსახურებას ველოდი. სმენაზეც იყო რათქმაუნდა დამოკიდებული, ზოგი ძაან კარგი და ყურადღებიანი იყო, ზოგი არა. ღამით რო შემოსულიყვნენ 2-3ჯერ უნდა დაგერეკა. ყველაზე მეტად ვინც მომეწონა ეს იყვნენ საჭმლის დამტარებელი ქალები

ძალიან საყვარლები იყვნენ ორივე. საშინლად არ მომეწონა ერთი სმენა, ლალი ერქვა ექიმს და ექთნის სახელი არ ვიცი, მოკლეთმიანი ქალი იყო - ყოვლად აუტანელი. პარასკევს გავაჩინე და შაბათ-კვირა დაემთხვა მომდევნო დღეები და ჩემი ექიმი არ იყო. კვირას რძე მომაწვა, გამიმაგრდა მკერდი, მომცა სიცხე, იღლიებში სარძევე ძირკვლები გამომებერა, ვკვდები ისე ცუდად ვარ და შემოდის ეს ექთან-ბებიაქალ-მასაჯისტი და უიო აქო შენო იღლიაში სადინარები გაქვს გახსნილიო და იღლიიდან მწველიდა რძეს

თან მერე ყინულები დამადეს მკერდს სიცივე უნდაო

ამ ლალი ექიმმა და ამ ქალმა და მეუბნებიან წამალს მოგცემთო რო შევაფერხოთ რძის წარმოქმნაო ან მერე ადექი და გაიშრე რძეო (არადა იმდენი რძე მაქვს 3 ბავშვს ვაჭმევ). ნუ მერე დარეკე დედაჩემთან, დაურეკა ჩემს ექიმს და გამომიგზავნა თავისი ნაცნობი მასაჟისტი, მაგაზე ცალკე ატყდა ერთი ამბავი რა წესიაო მასაჟისტის მოყვანაო, ვისზე ნაკლებ მასაჟს ვაკეთებ მეო, მარა მისვა დედაჩემმა ეგრევე. დედაჩემის მოყვანილმა მასაჟისტმა 2 წუთში გამიხსნა სადინარები და იღლიას ხელი არ ახლო, ჩაცხრება თავისითო და მართლაც 2-3 დღეში და 2-3 მასაჟში გამიარა ყველაფერმა. ყველაზე კარგი ის იყო, რომ ეს ექთანი თუ ვიღაც მასაჟისტი არ იყო და ძალით იჩემებდა მასაჟისტობას. მეორე დღეს კი მოვიდა ვიღაც ლენა, მაგრამ მე უკვე აღარ მჭირდებოდა და სიმართლე რომ ვთქვა არც მოვაკიდებინებდი ხელს. რომ არა ეს ინციდენი ასე ცუდად არ დამამახსოვრდებოდა ნამდვილად ეს ცუდი სმენა.
რაც შეეხება პედიატრებს და ბაშვის გაყვანას, პირველ დღესაც ჩემთან იყო, პედიატრის დამხმარე გოგოები შემოდიოდნენ და ისინი მიწვენდნენ გვერდით რომ ეჭამა, თან ძუძუს უდებნდნენ პირში და მეუბნებოდნენ რა როგორ უნდა გამეკეთებინა. სულ 2-3 საათით გაიყვანეს და მერე ისევ შემომიყვანეს. ძალიან კარგი გოგოები იყნენ. ბავშვი გაყავდათ ყოველ დილა-საღამოს და სიცხეს უზომავდნენ და მსგავსს პროცედურებს უტარებდნენ. პედიატრებს თუ იქეთ რამე რჩევას არ ჰკითხავდი აქეთ არაფერს არ გეუბნებოდნენ თავიანთი კეთილი ნებით. დასაბანადაც თუ შენ გაუყვანდი, თორე გამოცვლითაც აქეთ შემოჰქონდათ პამპრსები და შენ თვითონ უნდა გამოგეცვალა.
სხვა არ მახსენდება არაფერი, თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ მკითხეთ
This post has been edited by jaa on 21 Sep 2013, 20:28