ე.ი. დავიწყებ მოგონებების წერას, სანამ ჯერ ისევ ცხელია biggrin.gif
გადავწყვიტეთ, რომ მშობიარობამდე 2 კვირით ადრე დედასთან გადმოვსულიყავი, იმიტომ რომ აქედან ჯან სახლი ძალიან ახლოსაა და ნუ მაინც რა იცი რა ხდებაო და თადარიგს ვიჭერდით. ხუთშაბათს მოვედი დედასთან.. ჩემმა ქმარმა სახლს მივხედავო (რემონტობანას) და ორშაბათიდან მეც შენთან ერთად ვიქნები ხოლმეო...
ჰოდა ვარ ასე დედაჩემთან ნებივრობაში და საპირფარეშოში შესვლისას უცბად ვარდისფერი გამონადენი გამოხტა. ნუ ამიტანა კანკალმა, მაგრამ ვფიქრობ რომ ხანდახან საცბი 2 კვირით ადრე ვარდება და თავს ვიმშვიდებ. როცა ვნერვიულობ ეგრე ვჭამ, ასე რომ ქლიავი ვჭამე ენ-რაოდენობით. მერე დაიწყო ყოველ ნახევარ საათში ტუალეტში შესვლა, რასაც ქლიავს ვაბრალებდი. დედაჩემიც ანერვიულდა, მაგრამ ნუ თუ რამე ეგრევე თქვიო.. ამასობაში მომიარა მუცელმა უკვე 11 საათია ღამის და ხმას არ ვიღებ, დაახლოებით კიდევ ერთ საათში მომიარა, ისევ არაფერს ვამბობ... თან დავრბოდი საპირფარეშოში და ნუ ამ ქლიავის მომგონს ვლანძღავდი.. ამასობაში დავწექით... ჩემ ქმარს ვუთხარი ასე ასე თქო და მოვდივარო და არა მეთქი ის ვარდისფერი არ მემატება და არაფერი და მუცელი ალბათ ნაწლავების გამო მეთქი, თუ რამე გეტყვი და მოდი მეთქი... ნუ სადღაც ღამის 2მდე ვილაპარაკეთ და დავიძინებ მეთქი. ჩამეძინა და 1 საათის მერე მივხვდი რომ 5ჯერ გამეღვიძა ტკივილისგან და უკვე ვიკლაკნებოდი. მივწერე ისევ ჩემ ქმარს მოკლედ არ ვიცი მეთქი და შენი აზრით რა არის მეთქი. გიორგი მეჩხუბა დროზე ეხლა დედაშენთან შედი და გააღვიძე, რეებს აკეთებ, მოვდივართ ჩვენცო... მეთქი ტყუილად გავაღვიძებ, ჯერ კიდევ უნდა დავრწმუნდე და აი თუ კიდევ 2ჯერ მომივლის გავალ მეთქი. მომიარა ერთხელ, 2ჯერ და უკვე მივხვდი რომ აღარ შემეძლო გაძლება და გავაღვიძე ყველა... დაველოდეთ ბიძაჩემს, მანქანით მოვიდა უცბად და გაქანდით ჯან სახლში. ამასობაში უკვე 10-15 წუთში ერთხელ მივლის ისე, რომ მაკანკალებს.
მოკლედ მივედით, ჩამოვიდა მორიგე ექიმი... მე ვამბობ რომ უკან წავალთ მეთქი, ქლიავის ბრალია თქო და დამცინოდა უკვე ყველა... biggrin.gif ჰოდა მოკლედ ამ მორიგემ შვილო 2 თითზე მეტზე ხარ გახსნილიო და ავიდეთ ზემოთო.. გამოვედი დედაჩემს, ბებოს და ბიძაჩემს ვუთხარი მტოვებენ მეთქი და ავედი.. ჩემი ქმარი გზაში იყო და აი ძალიან, ძალიან ცუდად იმოქმედა, რომ ვერ ვნახე ასვლამდე.. ზუსტად ავედი და დამირეკა კიდეც არ მიშვებენო... ამიყვანეს ზემოთ რაღაც საბუთებს ავსებდნენ, მე კიდე ტკივილისგან თავს ვურტყავდი კედლებს,ერთადერთი
Tak - ს დავუმესიჯე.
ნერვების მომშლელი ის იყო, რომ მაინცდამაინც იმ წამს მირეკავდა დედაჩემი, როცა მუცელი მივლიდა და ბოლოს უკვე ვუყვიროდი აღარ დამირეკო შენ მეთქი
მოკლედ შემიყვანეს დამაწვინეს და მოვიდა მეანი, რომლის სახელიც არ ვიცი, გამსინჯა და უკვე 3 თითზე ვიყავი და მეთქი სასწრაფოდ გაუტკივარება.. ეგ არ მომეწონა ერთადერთი ჯან სახლში, რომ მისვლისთანავე ვუთხარი გაუტკივარება მინდა და არ დამაგვიანოთ მეთქი და მეორედ თქმაზე დაურეკეს ანესთეზიოლოგს მოდიო... მოკლედ ეს მეანი ძალიან კარგი კაცი იყო, მამხნევებდა.. რაც მთავარია ყველაფერს ვეკითხებოდი და ყველაფერზე გულწრფელად მპასუხობდა.. მეუბნებოდა მეტკინებოდა რაღაც პროცედურა თუ არა, მეხუმრებოდა და მოკლედ ნდობა გამიჩნდა ძალიან, რაც თურმე ერთ-ერთი მთავარია. ანესთეზიოლოგი ძლივს მოვიდა და გამიკეთეს გაუტკივარება, ვიგრძენი ერთი მოვლა, მეორე ყრუდ და მერე უკვე უბრალოდ დაბლა დაწოლის შეგრძნება მქონდა.. ჰო იქამდე წყლებიც დამაღვრევინეს და კუჭშიც გამიყვანეს, შარდის ბუშტიც კათეტერით დამაცლევინეს... თავზე მევლებოდა 10 ექთანი მაინც, ყველა მიღიმოდა, ყველა მეფერებოდა, რაღაც აი ძალიან, ძალიან თბილად ვგრძნობდი თავს, არ მინდოდა არავის დასწრება
ჩემი გაუტკივარებით სამწუხაროდ ნახევარი საათი ვიბაირამე, დამეწყო ჭინთვები, იქვე საწოლზე გამაჭინთა ამ უსახელო მეანმა ერთი 5 მოვლა.. ამ დროს ქორიძეც მოვიდა, რა სახე გაქვს რა იყოო და სახეზე მომეფერა.. მე კიდე გული ისეთი აჩუყებული მქონდა, რომ ლამის მამა დავუძახე

მოკლედ ეს ჭინთვები გაძლიერდა და გადამიყვანეს საოპერაციო თუ რაღაც მაგიდაზე. იყო 10ის ნახევარი... ქორიძე და ეს კაცი და ვიღაც ქალი მამშობიარებდნენ. ვიკითხე ეს ყველაფერი რამდენ ხანში დამთავრდება თქო და ზუსტად 15 წუთშიო.. მომიარა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ...ამ დროს ექთანი ხელს მიჭერდა და იმის ხელს ვეფერებოდი რატომღაც სახით.

რამოდენიმეჯერ ვიფიქრე არა ვერ გავაჩენ მეთქი და ის ის იყო პანიკაში უნდა ჩავვარდნილიყავი, რომ ქორიძე და ის უსახელო აბა ეხლა დროზეო შემყვირებდნენ და გამოვყავდი მდგომარეობიდან... სულ 9ჯერ გავიჭინთე მგონი და გაჩნდა კიდეც ჩემი გოგო.. თავი რომ დავინახე და მერე ტანიც რომ გამოვიდა და ეგრევე ტირილი რომ მორთო, ერთადერთი ვიფიქრე დამთავრდა ყველაფერი და ბავშვი ჯანმრთელია მეთქი...
ვერ მოგატყუებთ რომ მაშინვე შემიყვარდა და გავგიჟდი.. რაღაც ასე მეგონა რომ ჩემი არ იყო, უბრალოდ რაღაც ოპერაცია გამიკეთეს თითქოს.. ზედ რომ დამაწვინეს, აბსოლუტურად ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს, აი ვერ წარმომედგინა რომ ეს ცოცხალი არსება ჩემი შვილი იყო.. ვერც ვკოცნიდი, ვერც ვეფერებოდი, აი მართლა ვერ ვხვდებოდი... რომ გაიყვანეს, და რომ დავრჩი მარტო მერე დამეწყო ნერვიულობები, რაღაც გრძნობები გამიჩნდა და უკვე ვითხოვდი შემოვიდეს პედიატრი და მითხრას როგორაა მეთქი...
ინტენსიურში დაახლოებით 2 საათი ვიყავი, მასუფთავებდნენ, ჰო პატარა ნაკერიც დამჭირდა, მაგრამ საერთოდ არ მეტკინა რომ მკერავდნენ...
სასაცილო ის იყო, რომ გაჩენიდან 20 წუთის მერე გამახსენდა რომ გარეთ მთელი ამალა მელოდებოდა და დავურეკე ჩემ ქმარს, გაჩნდა მეთქი ვუთხარი და რაღაცებს ამბობდა, მაგრამ ისე იყო არეული, ვერც ვიტყვი რას ამბობდა.. მგონი გაჩნდა, გაჩნდას იმეორებდა
მოკლედ ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა.. ინტენსიური ტკივილებიდან დაახლოებით 5-6 საათში გავაჩინე და ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი არაფერი არც განმიცდია და არც შემიქმნია ...
ჯან სახლის მთელი პერსონალის კიდე აი ძალიან დიდი მადლობელი ვარ, მიუხედავად გაუტკივარების ჩეპესი..