გოგოებო იმედია ყველა კარგად ხართ smile.gif
ეხლა დღეს პირველი დღეა სამსახურში გამოვედი და სულ ვფიქრობდი ყველას ყველას ყველას ორსულს გავაფრთხილო და ავარიდო ყველაფერი რაც ღუდუშაურში გამოვიარე..
გეხვეწებით გემუდარებით ყველას ძალიან გთხოვთ თავს გაუფრთხილდით, ყველა და ყველაფერი დაიკიდეთ თქვენ ხართ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი და ბავშვი...
და როგორც კი რაღაცას შეატყობთ მაშინვე ექიმთან...!!!!!! არ გადადოთ და არ გინდათ დროის დაკარგვა ნაცნობებთან კითხვებით და ა.შ... ეგრევე ექიმთან...!!!!
ყველას წარმატებული 40 კვირა და ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი მუდარა, ისეთები გამოვიარე და ისეთები ვნახე ღუდუშაურშ რო ძალიან შეშინებული ვარ, ღმერთს ვთხოვ ყველა დაგიფაროთ...
იმედია აუცილებლად შემოგიერთდებით ამ ფორუმზე 3 თვის შემდეგ