qeta2010აუ რა შარში ხარ

ნუ რა არის იცი, აი ვეთანხმები უმრავლესობას, ახალი რა გითხრა.
მართლა მარსიდან ხო არაა, მთელ საქართველოს ვიღაცის სახელი ქვია .
ჩემს შვილსაც მამიკოს სახელი ქვია, ჯვარი სწერიათ.
ხოდა გვარზე კიდევ ის მაინც რო ეთქვა რო იგივე რატო უნდა დაარქვათო, კიდე ჰო მაგრამ ერთ-ერთი მოკვდება და ის კიდევ.
ან მაგრად აფრენს, ან შენი წყობიდან გამოყვანა უნდა, ან ორივე ერთად

უბრალოდ შენ ხარ ახლა ცუდ პონტში. რაც არუნდა ცრურწმენა იყოს, ასეთ რამეს რომ გეტყვიან, გეშინია რა. იასნია. ორსულობაში თმის შეჭრის არ იყოს. მთელი ცხოვრება დავცინოდი ყველას და ა ბატონო, ვარ ორსულად და ნაღდად არ ვაპირებ ერთი ღერის შეჭრასაც. ამიტომ მესმის ძაან კარგად.
არადა მესამე სახელი შეარჩიო და არ უთხრა, ეგეც არ ვიცი, მაინც მოიგონებს მერე რამეს და ისეთი არ ქნას, უარესად ინერვიულო.
და საერთოდ ძალიან რთულია ერთი სახელის გადაფიქრებაც კი და მით უმეტეს ორის და სამის

ვფიქრობ მე რას ვიზამდი და ამ წუთას მგონია მაინც პირველს დავარქმევდი, მაგრამ არავინ იცის ზუსტად რა....
ერთი ის იცოდე, რომ რაც არ უნდა დაარქვა, მონათლავ, მამაოს მოუყვები ბოლო ბოლო, აზიარებ და დამშვიდდები და შენი ქმარი კიდევ ეტყვის რომ ამ თემაზე ხმა-კრინტიო და ეგაა რა )))
როგორ აკლია პროსტა, აი რეებს გეუბნება, როგორ არ ცხვენია
გოგინა7ავყირავდი ამ ფოტოზე
SPC საინტერესოა
mother in law - ც საინტერესოა და კიდევ გერმანულადაც იგივე პონტია, schwiegermutter - კანონიერი დედა და ის კიდევ
This post has been edited by Tak on 17 Jan 2014, 20:26
Whether you think you can or you can't - you're right.