დედიკოებოოო გილოცავთ ჩემო კარგებო დღევანდელ დღეეეს )
ჩვენ მშვიდობიანად ჩამოვედით )) კიდე ერთი 30 წუთიანი ფრენა გველის 5ში და ვსო )) აგვისტომდე ჩემი ფეხი არ იქნება თვითმფრინავის ტრაპზე
მთელი ფრენის განმავლობაში ეძინა, ღამეც 2 საათამდე თამაშობდა ) ფეხების ერთბაშად აწევა დაიჭყო და მაიმუნობდა ასე,
მოკლედ თავი მგონია საბჭოთა კავშირსი

ქუჩაში GAIშნიკები დგანან

ლენინის ძეგლი

არცერთი ახალ აშენებული კორპუსი და გემრიელი რუსული პლომბირი მაღაზიებში, იფ )
ხალხი სასიამოვნოა )) ყველა რუსულად ლაპარაკობს ) ცოტა ცნობის მოყვარეები

მთელმა კორპუსმა გაგვიცნო ლამის

აეროპორტშიც დაგვეხმარნენ ბარგის გამოტანაში ) რატომღაც დაბლები და უშნოები მეგონნენ , დაბლები კი არა ყველა ჩვენზე მაღალია აქ

გელას ვეუბნებოდი მეთქი თემურ ლენგი თუ ეგეთი ხალხით გვაოხრებდა საღოლ ჩვენთქო რა ) როგორ გავუძელით )) მთასავით კაცები ყავთ და ქალები კოხტა ტანის ))) მაგრამ ჩემზე მაღლები, უმეტესობა ))) მოკლედ დაიწყო ახალი ეტაპი

და იმედი მაქვს უახლოესი მინიმუმ 2 წელი მაინც არსად მომიწევს გადაბარგება

მაგალითად ამერიკაში, პრინციპში ჩემი ქმრისგან არც გამიკვირდება
ეხლა კითხვა

ცხვირი ჰქონდა გაჭედილი, და რომ გავუწმინდე ასპირატორით იმდენი გამოუვიდა წკვინტლები რომ დიდ კაცსაც შეშურდებოდა :| ცოტა სისხლნარევი იყო, აი ძაან ცოტა, და რამე ხომ არ დაუხიანდა ფიზიოლოგიური ხსნარის გამო? არ გამოვუწმინდო ეხლა რამოდენიმე დღე?
This post has been edited by deadeo1988 on 3 Mar 2014, 12:32