მოკლედ ეს ჩემი ვაჟბატონი ნამეტანი ხასიათების კაცია,
ვიყავი იმ კარდიოტოკოგრაფიაზე. გადარია ექიმი-ან ძალიან ხტუნაობდა და გულიც ისე უჩქარდებოდა 160-სს სცილდებოდა. ან უცებ მიყუჩდებოდა გული ნორმის ქვემოთ ჩამოდიოდა.
მოკლედ:
ბაზალური რითმი შეაფასეს 2 ქულა
ვარიაბელობა ოსტილაციების ამპლიტუდა 2 ქულა
ვარიაბელობა ოსტილაციების რაოდენობა 1 ქულა
აქსელერაციები 1 ქულა
დეცელერაციები 1 ქულა
ნაყოფის მოძრაობა 1 ქულა
ამ მოძრაობაზე-20-25 არის ზღვარი კარგად რომ ჩაითვალოსო და ეს 57-ჯერ ახვანცალდა-მარტო მე კი არ ვუწკაპუნებდი-ის ექიმიც ხვდებოდა

მონიტორზე ისეთი ხმები იყო

+ მუცელი დახტუნაობდა
დასკვნაში ჩამიწერა: აქტოკარდიოგრაფიაზე წარმოდგენილია მაღალი სიხშირის მაღალამპლიტუდური ბაზალური რითმი. წარმოიქმნა რამდენიმე სპონტანური აქსელერაცია და დეცელერაცია. ნაყოფის მოძრაობითი აქტიურობა მომატებულია. რამდენჯერმე დაფიქსირდა გულისცემის მომატება ტაქიკარდია. აღინიშნება ნაყოფის ჰიპოქსია. საშვილოსნოს ბაზალური დაჭიმულობა. აღინიშნება ჰიპერტონუსი.
ხომდა 1 კვირაში მოდი ისევო. არ მომწონსო რასაც ვხედავო. ექოზეც კი შემომყვა-ან ჭიპლარი აქვს სემოხვეული ან პლაცენტის უკმარისობას გავსო-საბედნიეროდ არ გამართლდა მისი ვარაუდი.
ექოზე ნამეტანი პატიოსნად იქცეოდა ვითომც არაფერი არ მომხდარაო. იყო გასუსული ხმას არ იღებდა. თავით ქვემოთაა მყარად და სახით უკან შეტრიალებული-სურათი ვერ მომართვეს
ყელი 29
წონაში 1500 ია და ზოგადად ზომა წონაში 1 კვირით ჩამორჩება თავის ვადებსო. ანუ საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია მაგრამ ძალიან დაბალიც არააო.
პლაცენტა ოდნავ მაღლა ასულა. 0-1-ია სიმწიფის ხარისხი. ის თრომბოზის უბნები ისევ ადგილზეა. მთავარია ახლები არაფერი არააო. საშვილოსნო დილატირებულია კა ვსეგდაო. შენ მდგომარეობაში-კარგი პასუხებია პრინციპშიო მითხრეს
ვიყავი მერე ექიმტანაც იმანაც გამსინჯა ზემოდან და გამზომა და 1 სანტიმეტრით მოვიმატე მარტო მუცლის გარშემოწერილობაშიც და ბოქვენიდან ჭიპამდე სიგრძეშიც. უფრო მეტი უნდა იყოვო 3 კვირა გავიდა თითქმისო ბოლო ვიზიტიდანო. იმანაც გამისინჯა მუცელი და ხო ქვემოთაა თავითო.
აქტოვეგინის ნემსები დამინიშნა ისევ 10 დღე მოვასუქოთ მოვაღონიეროთო.
ხომ და წოლა წოლა და კიდევ ერთხელ წოლაო
This post has been edited by nino_sh on 19 Mar 2014, 15:37