Transformer26te-amo
ჩვენც გვყავს ცუგა და ნეტა ვინმემ რამე მითხრას მეტი არ მინდა, ეგ რომ ძიძაა ჩემი სანდროსთვის და დარწმუნებული ვარ პატარასთვისაც მასე იქნება, ისე ადამიანი ვერ მიხედავს ბავშვს

თვეების იყო სანდრო აივანზე ეტლით რომ გავიყვანდი ხოლმე მზეზე და სანამ ამას ეძინა ეწვა ეტლს და ყარაულობდა, თუ გამოიფხიზლებდა ეს, შემორბოდა და მეუბნებოდა დაბალ ხმაზე ყმუილით

ძალიან ჭკვიანია, არ არსებობს სანდროს ,,პავადოკი" ეკავოს და ოდნავ მაინც გაიქაჩოს, პირიქით - ძალიან ჭკვიანად მიყვება გვერდით და მშვიდად, და სანდრო თუ ჩემებთან არის ხოლმე, ჩაეხუტება ამის რამე სათამაშოს და ისე იძინებს ამხელა ძაღლი

კიდე რა ვიცი, რამდენი ერთი გავიხსენო, მოვლა უნდა ძაღლსაც, ჩემი ქმარი ისე უვლიდა მოყვანის დღიდან რომ რა ვიცი, ცივ ნიავს არ აკარებდა, არც სუნია სახლში და არც ბეწვი ცვივა, თან ჩვენ დიდი მოშენება გვაქვს აივანი ღია და იქაა ძირითადად, მაგრამ მაინც, ძალიან სუფთაა, შავი ლაბრადორია 6 წლის, ჩვენ რომ დავქორწინდით მაშინ აჩუქეს ჩემს ქმარს, 2 თვის ყურპარტყუნა იყო

ხოდა ვინც იმას იძახის ორსულთან და ბავშვთან ძაღლს არ ესაქმება ჩემთან გამოუშით

აშკარად რაღაცას გრძნობს, მუცელზე ისე მსუნავს ხოლმე