მეც ძალიან მინდა, ოღონდ ახლა არ მაქვს არანაირი საშუალება და მაგიტომ ვიკავებ თავს ახლა დაგეგმვისგან ...
2 კვირის წინ ეხოზე ვიყავი, სპირალი გადავამოწმეთ როგორ იყო და უცებ ექიმი მეუბნება ეხოს დრო :ციკლი არ მოგივა ჯერო (არადა ციკლის პერიოდი იყო), ჰოდა მეთქი რატო -თქო? (გულში ვფიქრობდი, ნეტა მითხრას რო ორსულად ხარ, ნეტა მითხრას რო ორსულად ხარ

) ჰოდა იმიტო დაიგვიანებს ცოტა, რო ენდომეტრიუმი არაა საციკლედ გამზადებულიო
ახლა ჩემს ამბებს მოგიყვებით: ხუთშაბათს ჩემს გოგოს სიცხეები რო დაეწყო, 38-დან 39.9 მდე მერყეობდა 3 დღე, გადავედი ჭკუიდან კინაღამ. გუშინ კიდევ კარგი შედარებით უკეთ იყო, ამ ღამეს 37.7 ქონდა და დღეს ჯერჯერობით აღარ ჰქონია.
არანაირი გაციების სიმპტომი არ აქვს, არც ხველა, არც ცემინება. ჰოდა ექიმი იმ დღესვე მოვიყვანე და მითხრა, ფილთვები სუფთა აქვს, ვირუსი არამგონია იყოს, ალბათ კბილები იქნებაო, მარცხენა ზედა ღრძილი შესიებული აქვსო, არადა ვუყურებდი ექიმთან ერთად და ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავდი ღრძილებზე.
ჰოოდა დღეს უკვე მართლა ისეთი წითელი და შესიებული აქვს ზედა ღრძილი მარცხენა მხარეს. დილით თეთრი წერტილიც კი დავინახე და ისე გამიხარდააა, ყველა გავაღვიძე დილით, პირველი კიჭი გამოჩნდათქო, მარა ახლა ის თეთრი წერტილი გაქრა ისევ

ღრძილმა დაუფარა ალბათ..
ჰოდა აღარ ველაპარაკები ბავშვს, სად დამალე კბილითქო

)))
ჰო, და კიდევ კუჭში არის ოდნავ თხლად. ჰოდა ხო ნამდვიალდ კბილი იქნება??
This post has been edited by sopiasopi on 16 Jun 2014, 16:17