ჯანმრთელობის სახლზე კიდევ ერთი “ფიდბექი“ თუ ვინმეს გამოადგება.
3 აგვისტოს გავიკეთე საკეისრო, დღეს ვეწერები. მეორე საკეისრო ამ გადასახედიდან უფრო მარტივი მეჩვენა, რთულად არც პირველი გადამიტანია, მაგრამ ეხლა მეორე დღეს დაუხნარებლად ავდექი, ბევრიც ვიარე, სპინალურის მერე ფეხებში მგრძნობელობა რომ ბრუნდებოდა, პირველზე გამიჭირდა ატანა და ეხლა არც მიგრძვნია, თუმცა, საშვილოსნო უფრო ნელა და მტკივნეულად იკუმშებოდა და რომ ვეღარ ავიტანე, გავაკეთებინე გამაყუჩებელი.
თვითონ ოპერაცია, რავი, ყველაფერი იდეალურად. ანესთეზიოლოგი თეა იყო, მშვიდად, წყნარად ამიხსნა კიდევ ერთხელ პროცედურები. ოპერაცია სულ სიმღერ-სიმღერით გააკეთეს ქორიძემ და მურღულიამ. ნუ, ეხლა დიდად უწი პუწი რომ არ არის ქორიძე, ყველამ იცის, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია ჩემთვის. ნახვითაც რა ვიცი, კონდიციონერი იყო მისაღებში გაფუჭებული და ერთი იმის სანახავად რომ ჩამოვიდა მაშინ მოვკარი თვალი დდდდდ
სხვა ექიმები და მომსახურე პერსონალი, ყველა კარგი, ცუდს ვერავიზე და ვერაფერზე ვიტყვი.
სამი წლის წინანდელთან შედარებით მომეჩვენა, რომ ბუნებრივ კვებაზე დიდად ორიენტირებული აღარ არიან, რადგან ჩემთვის ეს მეორე იყო და ხსენიც და რძეც მალე წამომივიდა, პრობლემა არ შეუქმნია, მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ ბუნებრივზე ჰყავდეს, თვითონ უნდა იყოს უფრო ყურადღებით

ეს ხუთი დღე კი პრინციპში მართლა დასვენებაა აქ ყოფნა, ღამეც ისვენებ, ბავშვი გინდა შენ გეყოლება, გინდა გაიყვანენ.
მეც რაღაც იმ ხმაურიან ოთახში მოვხვდი გზის მხარეს მესამე სართულზე. ოთახი ძაან დიდი და კარგია, მაგრამ ამ მატარებლის ჩახჩახი და ტრასიდან ხმა ღამე ძაან გრუზია.
კიდევ აშკარად ეკონომიას აკეთებენ რა რაღაცეებზე: პაკეტები, ჰიგიენის ნივთები...ყველას თავისი კი მიაქვს, მაგრამ რაღაც ქამრების შემოჭერა იგრძნობა.

))
საჭმელი ტრადიციულად გემრიელი. საზიზღარი რძის ფაფაც კი ვჭამე, არადა ბავშვს რომ ვუკეთებ სახლში, გემოსაც ვერ ვუსინჯავ.
პერსონალი ისე სულ წუწუნებს ხელფასებზე, ყოველ დღე ეს თემა მესმოდა. იმედია, მალე ბუნტს არ მოუწყობენ ქორიძეს.
ერთ მშობიარეს დაურეკავს და უკითხავს, რა ტემპერატურაა თქვენთან სამშობიაროშიო და ღადაობდნენ, ხალხი უკვე რის მიხედვით არჩევსო.
ანუ თვითონაც ხვდებიან, რომ თანამედროვე კონკურენციის პირობებში მომხმარებელი უფრო პრეტენზიული გახდა და აუწყობენ ფეხს იმედია.
მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ყველაფრით .