rosoneraაი ზუსტად შენ დღეში რო ვარ და რაც დაწერე ეგ განწობა რო მქონდა მაგიტო მივედი ფსიქოლოგთან, გამიხარდა რა ნუ ის გამიხარდა რო მისთვის ნაცნობი პრობლემა იყო და შვილიანები რო გაწყნარებენ მაგათი არ მჯერა (ანუ ისინი ვისაც ეს პრობლემა არ გამოუცდია). მოკლეთ გამომაკვეთინა რა მაგიჟებდა ყველაზე მეტად.
1. ის რომ ყელში მქონდა ამდენი პროცედურები და თან ვერ ვანებებდი თავს რო მერე თავი დამნაშავედ არ მეგრძნო
2. ის რომ გარდა იმისა რა კვლევებსაც ექიმი მინიშნავდა სხვა რამეებიც მაინტერესებდა და ეჭვებში ვიყავი
3. ის რომ ჩემი ქმრისგან ვერ ვხედავდი იმხელა თავდადებას რასაც მე ვიღებდი.
4. ის რომ ცხოვრებაში სულ ,,ხუთოსანი" ვიყავი და ეხლა ,,სამოსანი" გავხდი, რასაც მიზნად ვისახავდი ჩემი შრომით მაინც ვაღწევდი და ეხლა ყველაფერს ვაკეთებ და მაინც არ გამომდის ანუ ამ პროცესს ვერ ვაკონტროლებ და ეგ მაგიჟებსთქო.
ამ დასკვნების პროცესში ხო გავსკდი ჯღავილით და კარგად დავიცალე. თან თურმე ტირილის პროცეში მაგრად ვიკავებდი კიდე თავს და ეს გოგო მეუბნება რომ როგორც რაღაც გიხარია და ემოციას ყველასთან გამოხატავ ისე რომ არ გამოხატავ შენ დარდს ეგ ილექება ორგანიზმში და განერვოზებს ამიტომ აქ მაინც ნუ იკავებ თავსო.
1.მითხრა რომ მეფიქრა დადებით და უარყოფით მხარეებზე იმ შემთხვევაში თუ დავანებებდი ცოტა ხანს მაინც თავს ამ ყველაფერს რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ექნებოდა ამ ქმედებას და იმ შემთხვევაში თუ გავაგრძელებდი და შემეფასებინა რომელი მერჩივნა. თან დამარწმუნა, რომ თუ დავანებებდი ეს მთელი ცხოვრების უპასუხისმგებლო საქციელი კი არ იქნებოდა, იქნებოდა რაღაც მოკლე პერიოდში უპასუხისმგებლო საქციელი რაც გლობალურ სურათს არ შეცვლიდა.
2. ექიმთან დაკავშირებით მითხრა რომ მე უნდა ვმართო პროცესი, იმიტომ რომ პრობლემა ჩემია და თუ რაიმე ეჭვი მაქვს უნდა ვუთხრა და თუ არ დამთანხმდება მაინც უნდა გავიკეთო იმიტომ რომ საშინელებაა ფსიქიკისთვის როცა შენ პრობლემას სხვა მართავსო. ექიმი ვალდებულია რასაც ეტყვი რაციონალურს ყველაფერი გააკეთოსო, ეს აქ აქვთ პრობლემა და შეურაცყოფად იღებენო განსხვავებულ აზრს თუ ეტყვი ან სხვა ექიმთანაც გადაამოწმებო. მე აქ ვმუშაობ რეპროდუქციულ კლინიკაშიო და ჩემი ექიმისთვის გამომირთმევია მთელი ისტორია და სხვაგანაც წამიღიაო, მაგრა არ მაინტერესებს რას იფიქრებსო. თუ ნორმალურია გაგებით უნდა შეხედოსო, იმიტომ რომ ჩემი პრობლემაა და მე ვიცი როოდის ვიქნები მკურნალობით კმაყოფილიო და არაფერი დასამალი იმაში არაა რო სხვა რამეებსაც იმოწმებო ან სხვასთანაც ამოწმებო.
3.ჩემ ქმარს რაც შეეხება მაგაზე მითხრა რომ თვითონ რახანც არ აქვს შენი მაშტაბის პრობლემა ამიტომ ვერ წევს იმხელა თავდადებასო.
4.ნუ ამ ,,ხუთოსანი"-,,სამოსანი"-ს ამბავზე მითხრა რომ როგორც ხალხი წნევას იზომავს ყოველ დღე და ტრაგედიას არ ქმნის ამისგან შენც მასე შეხედე შენ მკურნალობასო.
მე რა გავაკეთე ამის მერე.
1.ვიფიქრე ბევრი მიმენებებინა თავი თუ არა და მივხვდი რომ იმაზე ფიქრი უფრო გამაგიჟებდა რო უპასუხისმგებლოდ ვიქცევი და გადავწყვიტე ჩვეულებრივად შევხედო ამ ამბავს ,,წნევის ზომვის პონჩი".
2. ნუ მილები მაინც გამოვიკვლიე ჩემი ექიმის აზრის მიუხედავად, ამის გარდა, ეხლა რო ოვულაცია არ მოხდა რეგულონის სმის მერე ისეთი ჯღავილი მოვრთე კარგად დავიცალე იქვე აღარ შემიკავებია თავი

, ისიც ვუთხარი ხელოვნურზე ხო არ წავიდე პირდაპირთქო ამდენ წამლებს აღარ დავლევთქო ამოვიდა ყელშითქო და ამიტომ სტიმულაციებზე გადავიდა და შემდეგი თვიდან ეგ შემომთავაზა და თუ ამანაც არ წამოიყვანა დომინანტიო მერე ლაპარო გაიკეთეო, ხელოვნურზე რო გაგიშვა უნამუსო ვიქნებიო და რაღაც შინაგანად ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებებს და წინააღმდეგობა მომეხსნა.
3.ჩემ ქმარს რაც შეეხება, რასაც ვფიქრობდი მის დამოკიდებულებაზე ამ საკითხთან ყველაფერი ბოლომდე ვუთხარი ტირილ-ტირილით თან და იქაც კარგად დავიცალე, და ეხლა ერთი რაც თხოვა ნიშნიანიძემ დაიკელიო დაიწყო დიეტობა ჩუმ-ჩუმად.
მოკლეთ ამ ერთმა ვიზიტმა ასეთ აზრზე დამაყენა რო ჯერ-ჯერობით ჩვეულებრივად და ნაკლები ტრაგიზმით ვუყურებ ყველაფერს... როცა ამეტირება ვიტირებ და გულს მოვიოხებ (ნუ ეს არ ნიშნავს იმას რომ სამსახურშიც დავჯდები და ვიჯღავლებ

).
მოკლეთ კონსულტაციის ბოლოს შემომთავაზა 4 პერმანენტული ვიზიტი, უფრო ეფექტურიაო რო საბოლოოდ ჩამოყალიბდე რას აპირებო, მარა შეიძლება ეს ერთიც გეყოსო. და მე ვუთხარი როცა ვიგრძნობ რომ აქ მოსვლა მჭირდებათქო მაშინ მოვალთქო და კაი როგორც გინდაო.
ერთადერთი ვიზიტი იყო ექიმთან სადაც 40 ლარის გადახდა არ დამნანებია

ბოდიშით რომ ამდენი ვწერე, მთელი გულით თქვენთვის დავწერე.