ორი უნუგეშო წელი ვპოსტავდი ამ თემაში სხვა ნიკით (პაროლი ვეღარ აღვადგინე) და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ხუთი თვის ფეხმძიმე ვარ მაინც სულ ვკითხულობ აქაურ პოსტებს და ყველას გგულშემატკივრობთ.
რამდენი ექიმი მოვიარე და როგორ მძულს ეგ სიტყვები დაიკიდე და არ იფიქრო. ერთი თვეც არ ყოფილა, რომ არ მეფიქრა და ყოველი მენზის დროს აღრიალებული ვიკეტებოდი აბანოში. ბოლოს მართლა ამეშალა ნერვები და დავიკიდე, ოღონდ აპრილის მერე ექიმთან აღარ ვყოფილვარ და ბოლო წამალი აგვისტოში დავლიე.
უკვე დავიჯერე რომ ფეხმძიმედ არასოდეს დავრჩებოდი, მაგრამ მენზის დროს მაინც მეტირებოდა. დეკემბერში დავრჩი ფეხმძიმედ და ერთადერთი თვე იყო როცა ყველაზე ნაკლებად მჯეროდა ამის, რადგან საზღვარგარეთ ვიყავით ერთი კვირა, ოვულაციის პერიოდში ზუსტად, დავისვენე, მაგრამ ძალიან აქტიურად, ცალკე თვითმფრინავი, მერე აქ სიცივეში დაბრუნება, ახალი წლები და გადავიქანცე და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ აპრილში მილებს გამოვიკვლევდი.
ცხრა დღე გადამიცდა, მაგრამ ტესტს არ ვიკეთებდი, იმიტომ რომ ზუსტად ისე მტკიოდა მუცელი როგოც მენზის დროს, არავითარი განსხვავება არ ყოფილა., უფრო მეტადაც კი მტკიოდა.
სხვათაშორის რომ დავრწმუნდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი ორი კვირა კიდე მექაჩებოდა ქვევით და მტკიოდა, სულ მეგონა მომივიდოდა. ახლა ბიჭს ველოდები და გინეკოლოგს ძველი ანალიზები და ჩემი დიაგნოზები სანამ არ ვაჩვენე სიტყვიერად არ დამიჯერა.
თქვენ ღმერთმა გაშოროთ, მაგრამ ჩემი ბოლო დიაგნოზი იყო საშვილოსნოს დაზიანება ოთხი კერით, რის გამოს მიმაგრება არ მოხდება ინვიტროს შემთხვეაშიც კი. ოღონდ ეს დიაგნოზი ყველაზე ცნობილ რეპროდუქტოლოგს ეკუთვნის თბილისში, ამიტომ დაჯერებაც არ გამჭირვებია

ფეხმძიმობის დროს ხუთჯერ ვიყავი უკვე ეხოზე და არაფერი მსგავსი არ გამოჩენილა. ტონუსიც კი არ მქონია და ანალიზები მაქვს იდეალური.