ცოტა დაგვიანებული მოგონება ))) გამიხარდება წლების მერე ამ პოსტის ნახვა ზუსტად ვიცი... სანამ ჩემ პატარას ეძინა (რამოდენიმე დღის განმავლობაში) ვწერდი ამ მოგონებას და იმედია ვინმეს რამეში გამოგადგებათ, ან სტიმულს მაინც მოგცემთ!
ჩემი ისტორია ალბათ ბევრს გახსოვთ, შეწყვეტილი ორსულობის თემით დაიწყო ჩემი ფორუმობანა

) 2 ჯერ შეწყვეტილი ორსულობის მერე, წეროებში მყარად გადგმული მქონდა ფესვები ტესტმა ორი ხაზი რომ მიჩვენა. იმ დროინდელ წეროელებს გემახსოვრებათ ჩემი გაოცება, გაგიჟება.. იმდენად უიმედოდ ვიყავი მეგონა ისიც შეწყდებოდა. თუმცა ეხლა გვერდით მიწევს და ძინავს ტკბილად.. თან ძილში იღიმის )))) თავიდანვე გეტყვით, ისეთი ორსულობა მქონდა, არცერთხელ ექიმთან არ დამირეკავს, არცერთი ზედმეტი ანალიზი გამიკეთებია, არ მიმიღია არცერთი მედიკამენტი (ფოლიუმს ვსვამდი 12 კვირამდე და ბოლო 3 კვირა გრავიდა ფერუმს ჰემოგლობინისთვის).. მოკლედ შეიძლება ითქვას იდეალური ორსულობა და იდეალური მშობიარობა იყო
მოკლედთქო ვთქვი და არ გამომდის... )))
9 თვე ისე გავიარე ბატონ მამუკასთან არცერთხელ დამირეკავს. ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან უპრობლემოდ მიდიოდა ყველაფერი, მივდიოდი გეგმიურ ვიზიტებზე, ვიკეთებდი ანალიზებს და პასუხებს ნატალიასგან ვიგებდი.. ჩემი პატარა ალექსანდრე (სანდროდ წოდებული) 18/08/18 ში გაჩნდა <3 ეს თარიღი იმის მერე მომწონდა რაც გავიგე რომ დდ 16-19 აგვისტო იყო.
17.08.2018 ღამე დავწექით დასაძინებლად. მთელი დღე სამსახური + საღამოს ჩემი ქმრის ძმაკაცები ჩვენთან, რატომღაც ბიჭებს ვთხოვე თუ გშიათ პიცა გამოვიძახოთ რაღაც არაფრის თავი არ მაქვსთქო... 12 არ იყო ალბათ უკვე მეძინა. გამეღვიძა ღამე 3:10 იქნებოდა ალბათ. რაღაც უცნაურმა გრძნობამ გამაღვიძა, ტუალეტისკენ წასვლა გადავწყვიტე, უცებ ძალიან მომინდა და ადგომისას ვიგრძენი მთელი ტრუსიკი დამისველდა, ოღონდ კი არ ჩავიფსი აი როგორც „გამეპარა“-ო ითქმის ისე. შევედი ტუალეტში - ვახ - რაღაც თეთრი ხაჭოსავით მასა და ტრუსიკი სულ სველია. ფორუმელებისგან და ისეც ზოგადად გამიგია, რომ მოვარდისფრო გამონადენი საცობის ჩამოსვლის ნიშანია, მაგრამ არაფერი გამხსენებია იმ წუთას თეთრ გამონადენზე და ცოტა შემეშინდა... ვიფიქრე არაფერია დავიძინებთქო. ამ დროს ფბ-ზე დავწერე და გოგოებს ვუთხარი რაღაც წელი მტკივა უცნაურად და ნეტა რა ხდებათქო, გოგოებმა დამამშვიდეს მაგრამ მე მაინც ვერ გადავწყვიტე ბალიშზე თავის დადება )) ალბათ გულმა მიგრძნო..
ვერაფრით მოვისვენე საწოლში.. გავაღვიძე თორნიკე მგონი დაიწყოთქო.. ავდექი, ჩემს ირგვლივ მგონი ყველას ვუთხარი პატარა ჩემოდნით მინდა წასვლა სამშობიაროშითქო )) ჩალაგებული არაფერი მქონდა ბავშვის ტანსაცმელების გარდა, კიდე კაი 2 დღით ადრე ჩავალაგე ყველაფერი ბავშვისთვის )) უცებ ავიღე ჩემი ღამის პერანგი, ჩუსტები, ეხლა დასაბანად შევალ და წავედითმეთქი. შევედი გადავივლე, გადავლებისას მივხვდი რომ ნამდვილად ეგ იყო.. უცებ დავიჭიმებოდი და გამივლიდა.. ვერაფრით ვითვლიდი ინტერვალებს, ასე მეგონა ინტერვალები საერთოდ არ იყო.. მოკლედ 6 ხდებოდა ღია გულში რომ მივედით... მამუკასთან გზიდანაც არ დამირეკავს. ვიფიქრე რატომ დავურეკო თუ გახსნილი არ ვარ ან რამეთქო ) მიმღებში მძინარე ქალმა გამსინჯა (მართლა ცუდი გრძნობა ყოფილა გასინჯვა და მგონი ქალი რომ გსინჯავს ეგ უფრო.. ) გახსნა 2,5 თითზეო. დაურეკა ამ გოგომ მამუკას და მომახსენა მისი გადაწყვეტილება - ბლოკში აიყვანეთ და მოვალო. გულმა ბუგბუგი დამიწყო. პირი მიკანკალებდა შიშისგან.. დედაჩემს და მამაჩემს რო ვუყურებდი მეტირებოდა, ამიტო გადავწყვიტე, რომ მალე უნდა ავსულიყავი ბლოკში. თორნიკეს ვკითხე თუ დამესწრებოდა და თანხმობის მერე წავედით მე თორნიკე და ექთანი ბლოკში. ერთჯერადი ხალათი ჩამაცვეს, და შემოვიდა ბებია ქალი. მე ამ ქალზე საოცარი იქ არავინ მინახავს... მართლა საოცარი ქალია ინდირა.. სამწუხაროდ გვარი არ ვიცი მაგრამ ეს ქალი არის გადასარევი ! ყველა მშობიარეს ვუსურვებ ესეთ ბებიაქალთან მშობიარობას. გოგოებო, იმაზე უკეთესს თქვენი ქმარი ვერაფერს იზამს თუ თქვენს გვერდით იდგება მშობიარობისას. ვამაყობ რომ ეს შეძლო თორნიკემ და არასდროს ვინანებთ ამას.. იმხელა იმედია და ისეთი ძალა გეძლევა ხელი რომ უჭირავს.. რავიცი მოკლედ დაიწყო ტკივილები და ვერ ვითვლიდით შუალედებს, დაახლოებით 9ზე მოვიდა ბატონი მამუკა და თითქმის 4 თითზეა გახსნაც და დაველოდოთ ცოტა ხანიო, დაახლოებით 10ის ნახევარზე დამეწყო ჭინთვები, 2 გაჭინთვა და კარგად ჩამოვიდა თავიო, თან გულისცემას ვუსმენდით. ჭინთვა რომ მორჩებოდა და გადამივლიდა და ამოვისუნთქავდი თორნიკეს ვეუბნებოდი ეს რა საოცარი გრძნობაა უკვე აღარ მახსოვს რამდენიმე წამის წინ რა ტკივილი იყოთქო, იმდენად ველოდებოდი პატარას გამოსვლას )) მერე უცებ მოყვებოდა კიდე და რამდენიმე წამში გადამივლიდა.. ბებიაქალს იმდენად ვუსმენდი, არაფერი გამომიტოვებია, როცა მეუბნებოდნენ არ გაიჭინთოო ეგ იყო რთული. საბოლოო ჯამში 4 გაჭინთვაში გაჩნდა ჩემი პატარა მუცელზე რომ დაგაწვენენ ჭიპლარიანს ჯერ კიდევ, მაშინ ხვდები რომ მორჩა ყველაფერი და გეშველა ))))))) მამუკას ვეკითხებოდი სულ ეს იყო და მოვრჩითთქო? ))) გავაგიჟე.. ეს გრძნობა გულზე რომ გაწვენენ მართლა არაფერს შეედრება.. თითქოს ტირილი გინდა, მაგრამ არ გეტირება, პირიქით ბედნიერებისგან გინდა რო იყვირო, გასკდე... რავიცი რამე ისეთი ქნა, უჩვეულო ))) მაგრამ ვერაფერს აკეთებ, უსუსური პატარა რომელიც 3,730 კგ-ს იწონის შენს გულზე წევს და პედიატრი გეუბნება კარგად ჩაიხუტე უნდა გაათბო ეხლა შენო.. 2 საათი გაუნძრევლად ვიწექი ბლოკში ) მამუკა, თორნიკე და მე რაღაცეებზე ვხუმრობდით, ნეტა შენ კიდე თავი რო გაქვსო )))) პატარა ალექსანდრე (მომავალში - სანდრო) 3,730 კგ და 52 სმ გაჩნდა. ბებიაქალი იმდენად კმაყოფილი იყო ჩემი ქცევით ))) ყოველდღე მნახულობდა პალატაში და გიჟი ხარო მეუბნებოდა ))) .
რაც შეეხება ღია გულს - მამუკასთან ვიმშბიარებ სულ რამდენიც არ უნდა გავაჩინო და სადაც არ უნდა იყოს ))), +ბებიაქალი საოცარი ასევე, რაც უკვე ვთქვი. თვითონ კლინიკაში ტუალეტის ქაღალდი რბილი მე მივიტანე, ბავშვის რაღაცეებიც, ბავშვის ექთნები და პედიატრები ცოტა უაზროები არიან, იმდენი დამატება მისცეს ძლივს გადავაჩვიე და ეხლა სულ ძუძუზე მყავს.
საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ ყველაფრით. 4 გარე ნაკერი მადევს, ბავშვს სამჯერ ქონდა ჭიპლარი მოხვეული.. მაგრამ ეს არაფერია <3 გოგოებო აი მე მართლა არ მჯეროდა რომ მორჩა ყველაფერი 4,5 საათში.. გაუტკივარება არც კი მიხსენებია, ერთადერთი ის ვიკითხე რისთვის იკეთებენთქო. ვერ მივხვდი რომელი პროცესი უნდა გაეყუჩებინა. ჭინთვებს ვერ აყუჩებს და მანამდე ის მოვლითი ტკივილები არაა ისეთი რომ ვერ გაუძლო.. რავიცი ნუ მომისმენთ , შეიძლება მე ვცდები ))
ყველას მშვიდობიან ორსულობას, ბედნიერ დედობას და ჯანმრთელ ბაიებს გისურვებთ <3
მოკელდ ვინმეს რამე კითხვა თუ გაგიჩნდათ აქ ვარ ^__^
ალბათ ბევრი რამ გამომრჩა მაგრამ.. ესაა ეხლა რასაც მოვუყარე ერთად თავი <3