მე ნასკებსაც კი ვაუთოვებ, უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს...სარეცხს არ ვტოვებ გარეთ, ცრურწმენასთან ნაკლებად, უფრო ესე მეკომფორტულება

რაც შეეხება კუჭის მოქმედებას, თუ არ წუხს, შეიძლება 72 სთ არ გავიდესო..ისე ყველაზე კარგი მაგ დროს დუფალაკია, სამკურნალოცაა
და ეფექტიც მალე აქვს...ოყნას არ ვუკეთებ, არ უწევს პედიატრი რეკომენდაციას
ეგრე დიდი ხნის გაუსვლელი თუა, გლიცერინის სანთელს ვხმარობ, ან პრეპარატს" მიკროოყნა" (ეს სითხეა და უფრო ადვილად კეთდება)
გუშინ დილით 8ზე რომ გავიდა, მის მერე არ გასულა დღეს აცრაც დაემატა და ეხლა რომ ჭირვეულობს ვეღარ ვიგებ აცრის გამო წუხს თუ
გასვლა უნდა კუჭში
ისე აცრის მერე დამაწყნარებლად რა გამოგიყენებიათ??? პედიატრის რჩევით სპეც საფენები ვიყიდე ფარმადეპში და კი ესიამოვნა ეხლა
მშვიდადაა, მაგრამ მაინც რამე რომ იყოს/// რას მირჩევდით
* * *
lavie882ძუძUს წოვა/გამოწველის დროს წყლის დალევა პირიქით აუცილებელია და ბევრ საიტზე კიდეც წერია, სანამ ძუძUს მოწოვესა დაიწყებს წყლიანი ჭიქა უნდა გედოს იქვე...
მეც საშინლად მწყურდება რომ ვიწველი ხოლმე,,,,
* * *
lavie882მსგ ნომერსაც ჩავინიშნავ მაგრამ ნინიკეი ამბობდა თან რჩევებსაც გაძლევს როგორ უნდა მოიქცეო და იმ პიროვნებასთან მინდოდა დაკავშირება