გოგოებო, თქვენი რჩევა მჭირდება. კი აქტიურად ვადევნებ თვალს ფორუმს, მაგრამ უკვე ავირიე. ამ ციკლში ვიწყებ სტიმულაციას. პირველია ეს ჩემთვის. მანამდე წელიწადნახევარი ველოდე, მაგრამ ჩემ სულის მღაფავ ანტიმიულერზე არც ეს წელიწადნახევარი არ უნდა დამეკარგა
ვცდილობ, ღვთის წყალობით, იქნებ მოხდეს ისე, რომ ჩემი ემბრიონები მივიღო.
დონაციაზე ბევრი ვიფიქრე და ქართულ რეალობაში ვნერვიულობ და მეშინია ამ გადაწყვეტილების მიღება. მთელი საქართველო თბილისშია თავმყორილი და ძალიან მეშინია, სამომავლო ინცესტის.

მირჩიეთ რა, როგორ უნდა მოვიქცე სტიმულაციისას, რა რეჟიმი უნდა მქონდეს, აქტიური თუ პასიური, კვების რაციონი თუ უნდა შევცვალო, ყავა, ჩაი, წყალი??
წამლები როგორ უნდა გავიკეთო, თან მეშნია, მუცელშ ნემსების

ალბათ, მტკივნეულია ხო?
ფინანსურადაც რა დანახარჯს მოითხოვს, იქნებ დაახლოებით მითხრათ.
აქამდე ფორუმს ვეჯექი და გგულშემატკივრობდით ყველას და ეხლა გიერთდებით ყველა იმ განცდით, რასაც თითოეული თქვენგანი განიცდით

ღმერთმა ქნას, ყველას ის შედეგი გვქონდეს, რაც გვინდა <3