chixuaxuaაუ მაგას რა უჭირს, მე დამემართა თუ დამემართა ))) ორსულობას არ უკავშირდება, მაგრამ ძაან დავიცინე ამ ამბავზე

)
ახალი ნასწავლი მაქვს მანქანის მართვა და ნუ, გზაზე მოძრაობისას ვგრძნობ რომ რაღაც მონაკვეთებში მანქანა დუგ–დუგ–დუგ ასეთ ხმებს გამოსცემს. იმ მოცემულობით დანიშნებული, რომ მანქანა მარტო საჭე არაა, უნდა უსმენდე, ელაპარაკებოდე (ჩემი ქმრის ტექსტები) ვიფიქრე, ვსო, მორჩა, დავიღუპე–მეთქი და მივადექი ვულკანიზაციას, მიშველთ ტექსტებით

)
ამოძვრა როგორც იქნა ეს გამაზუთებული ტიპი და აბა გისმენთ გოგონაო მეუბნება. მეთი, ასე და ასე სჭირს მანქანას.. აწია დაწია, დაქოქა. ჰაი ჰუი, ვერ გაუგო ვერაფერი.. ნამდვილად ეს მანქანა გამოსცემს ხმებსო?

მეთქი, ჰეჰ, ეს რა მაკადრე, ყრუ კი არ ვარ მეთქი.. ნუ, აიჩეჩა ამ ბიჭმა მხრები, ვერ გაუგო ვერაფერი და ბოლოს სასოწარკვეთილი რო ვარ, ვთხოვე, პრობლემა თუ არ იქნება ჩმიჯექით გავატარებ და თავად დარწმუნდებით მეთქი

)) კიდე გაუჩინარდა ეს ბიჭი, სამუშაო შარვალი თუ კომბინიზონი გამოიცვალა, ხელები დაიბანა და გამომაცხადა, მზად რო ჩამჯდარიყო ჩემთან ერთად.. მივდივართ ახლა გზაზე და მე ძაან მობილიზებული ვეუბნები, აი, ნახე ახლა, ცოტას სიჩქარეს ავკრეფ და დაიწყებს დუგ–დუგ–დუგ ხმების გამოცემას–მეთქი..
==
ნუ ტიპი მიყურებდა რა სახით უბრალოდ ვერ აგიღწერთ, ეგონა ვეღადავები, ან ფარული კამერა ხო არაა რამე, ან ძაან შტერი ვარ, ან ან ან ან.. არც ვიცი ერთდროულად რამდენი ფიქრი მოუვიდა გონებაში და მერე უცებ მიყურებს მიყურებს და გადაიხარხარა

))))))))))))))))
რეალურად, სავალი ნიშნები (თეთრი წყვეტილი ხაზები, უწყვეტი ხაზები ან სამკუთხედი და მისთ) იყო გზებზე ახალი დახატული და იმათზე რო გადაივლიდი დუგდუგებდა მანქანა

)
აჰაჰააა, ახლაც მეცინება ის სიტუაცია, რომ მახსენდება

)))
ამდენ ნაიარევს, ამდენ ნაიარევს, ვინ მომიშუშებს, ამდენ ნაიარევს?! - დროო, დროო... მოდი მალე.. დროო, დამეხმარე.....