ანუ, რომ მივედი დღIს 12-ზე, არ მქონდა დაწყებული, უბრალოდ ბოლო ორი კვირა უკვე ძაან მტკიოდა წელი და ფეხი და მორიგი წუწუნისთვის დავადექი ექიმს. მნახეს რომ 1თითზე ვარ და 2 საათი დაგაკვირდებითო და თუ არაფერიო სახლში წახვალო. 2 საათი ვიყავი იქ. შემიყვანეს გასინჯვაზე და ისევ ერთ თითზე ხარო, მოკლედ გაგწერთ ეხლა და დაელოდე სახლში მოვლენების განვითარებასო, უნდა ჩამოვსულიყავი სავარძელიდან და მოიცაო, რაღაც სითხე გამოვიდაო, უცებ აიღო ჩხირი და იქვე შეამოწმა ტესტზე რომ სანაყოფე წყლები იყო და ეგრევე მომაჩეჩეს თავისი ტანსაცმელი, ჩაიცვი რჩებიო

უკვე მტკიოდა აშკარად ყოველ 8-10 წუთში. პალატაში რომ გადამიყვანეს სადღაც 3 საათში მომემატა სერიოზულად ტკივილები და რომ მსინჯავდნენ 2,5 -ზე ვიყავი. დამიდგეს დამაჩქარებელი, მოვიდა ანესთეზიოლოგი და გამიკეთა გაუტკივარება. ცხოვრება უცებ ლამაზი გახდა

იმის მერე ერთი დიდი სიამოვნება იყო მთელი პროცესი, მოლოდინის და ეიფორიის საოცარი შეგრძნება მქონდა. 22:20 ზე გადამიყვანეს სამშობიარო პალატაში და 22:40 ზე უკვე დაიბადა

მთეელი 9 თვე ვიბრძოლე საკეისროსთვის და ბოლოს უბედნიერესი იყავი რომ ფიზიოლოგიურით გავაჩინე, არა და იციან აქ გოგოებმა, პირველი საკეისრო მქონდა, ორმა სხვა და სხვა მენმა მითხრა ვიწრო მენჯი გაქვს და საკეისრო გჭირდებაო. თავში მქონდა ჩაბეჭდილი რომ საკეისროს გარეშე ვერ გავაჩენდი და ისტერიკა მჭირდა გაფიქრებაზეც კი :/ თან ჯდომით იყო ჩემი მეორე შვილი, მშობიარობამდე 2 კვირით ადრე შემომიბრუნეს მუცელში. (ზემოდან მოხდა მექანიკური ზემოქმედება მსუბუქი სედაციის ქვეშ).