Female Userმე არ დამჭირვებია, მაგრამ ბევრისგან ვიცი, რომ უმარტივესი გასაკეთებელია. ნემსიც სპეციალურია, პატარა თავი აქვს, რომ მხოლოდ კანში ჩაგერჭოს. ძალიან ადვილად იკეთებდა ჩემი დაქალი. იმას ძალიან დიდხანს, ლამის 9 თვე დასჭირდა და ბოლოს უკვე თვალდახუჭული იკეთებდა სიცილ-ხარხარით. ასე რომ მაგის არ შეგეშინდეს.
მზეროდის მოგიკაკუნებს, დამოკიდებულია საშვილოსნოს მდებარეობაზე. მე მაგალითად უკან მაქვს გადახრილი საშვილოსნო და ძალიან გვიან, ლამის 5 თვისამ ვიგრძენი მოკაუნება. მანამდე მოძრაობას მსუბუქად ვგრძნობდი, მაგრამ ძირითადად შინაგან ორგანოებს ეჯახებოდა ჩემი პაწია. სანამ სუსტი იყო, უკან გადახრილი საშვილოსნოდან წინ ისეთი ძალით ვერ მეჯახებოდა, რომ ძლიერად მეგრძნო. მაგის გამო ნერვიულობა არ ღირს.
ოცნებად მქონდა, სურათები რომაა, ხან ფეხი ეტყობათ მუცელზე და ხან ხელი, ეგეთი მომენტი დამეჭირა, მაგრამ ვერცერთხელ მოვახერხე. ექიმთან რომ დავიწუწუნე, მაშინ ამიხსნა ეგ და "დამამშვიდა"- ტყუილად არ ელოდო მასეთ ძლიერ ბიძგს შენო

სამაგიეროდ ხან რომელ თირკმელზე იყო წამოწოლილი ჩემი შვილი და ხან ერთ მხარეს მტკიოდა და ხან მეორე მხარეს