Spinმე ვიმშობიარე 8 წლის წინ
თუ აქვს მაგას მნიშვნელობა.
კარგი პირობები იყო, ბავშვს ყურადღებას აქცევდნენ, არავის პრობლემა არ შექმნია არც გაყვანაზე და არაფერზე.
შემომსვლელებს აკონტროლებდნენ და დიდხანს გაჩერების უფლებას არ აძლევენ, რაც ძალიან კარგია.
და ბევრ ხალხსაც არ უშვებდნენ, რო იციან ხოლმე ჯგროდ მოვარდნა სამშობიაროში
მე საკეისრო გავიკეთე და ყველანაირად მომაქციეს ყურადღება, გამაყუჩებლებიც დროულად მიკეთეს და ა.შ.
მოკლედ, უკმაყოფილო არ ვარ.
ამ მშობიარობაზეც დაუფიქრებლად მივიდოდი დავარაშვილთან და ეგრეც ვაპირებდი, მაგრამ ახალი წესი შემოიღეს და არ შეიძლება მამრის დარჩენა ღამე
ხოდა ეგ არ მაწყობს არანაირად და მომიწია გადაფიქრება
ხო, ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაც არ მქონია რთული.
ნაკერი გამიკეთა იდეალური, არ მეტყობა საერთოდ თუ ძაან მიკროსკოპით არ დააკვირდები.
წვრილი ძაფივით ხაზია, შრამსაც ვერ დავარქმევ.