მეზარებოდა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო. პირველად ლაპარასკოპიიდან სადღაც 7 თვეში ანუ დაახლოებით 4 თვის უშედეგობის მერე, ცოტა ხანს ოპერაციის მერე ხომ თავს იცავ (ლაპარასკოპიამდე სადღაც 3 წელზე მეტი არ მქონდა შედეგი და გერმანელი ექიმი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა ჩემთან, გაქანებული ენდომეტრიოზის, გახანგრძლივებული მენსტრუაციის და ენდომეტრიული კისტის მიუხედავად - ენდომეტრიოზზე ეჭვი არც შეუტანია), მივედი კლინიკა ინვიტროში გიასთან (გვარი დამავიწყდა, მგონი ცაგარეიშვილი), რომელმაც ყოველგვარი ანალიზის გარეშე მომახალა, რომ 1 მილით და და საკვერცხით ინვიტროს კანდიდატი ვარ და რაც მალე გავიკეთებ მით უკეთესი. თან ნაცნობიო და მთელი ამბებით მივედი.
ამაზე განვაცხადე პროტესტი, მეთქი ჯერ ნახეთ ანალიზები რაც საჭიროა, მარტო ის რომ 1 მილი მაქვს იქნებ არ არის ჩვენებათქო. კაი რადგან ასე გინდაო. მატარეს 2 თვე საკვერცხის მონიტორინგზე, ანალიზები მხოლოდ ჰორმონები - ორივეზე ვუთხარი რომ ზოგადად ეგ საკითხები სულ წესრიგში მქონდა, ოვულაციაც და ჰორმონებიც და იქნებ სხვა რამეც გამოვიკვლიოთთქო რაც შეიძლება ხელს უშლიდეს. არა არ გინდაო და მოკლედ მატარეს მონოტორინგებზე მასვეს დუფასტონი.
ამოვიდა მალევე ყელში და დავრეკე ჩავეწერე ინოვაში. გადავიხადე 70 ლარი, პირველ დღეს ჩემდა გასაოცრად დროულად მიმიღეს, ქეთიმ გადახედა გაკეთებულ ანალიზებს, გამაცნო თეო, გამომკითხეს და ნუ ეხლა დავიწყებთ გამოკვლევასო. რაც გაკეთებული მქონდა ენდო ამ ინვიტროს ანალიზებს და არ გაიკეთოო. პირველ რიგში გავაკეთოთ მილის რენტგენი და ვნახოთ რა მდგომარეობააო. სანამ ამ რენტგენის დრო დადგა მანამდე მეორე ვიზიტმა მომიწია თეოსთან, ახალი ანალიზის პასუხებით. ვაჩვენე ქეთის ყველაფერიო, ვფიქრიბთ რომ ჯერ ბუნებრივად უნდა ცადო და კრიტიკული არაა ეს ლაპარასკოპიის მერე გასული დროო. მაგრამ რენტგენი ვნახოთ და გადავწყვიტოთო. მოკლედ პასუხები კარგი იყო და იმავე საღამოს გავიკეთე რენტგენი რომელმაც აჩვენა რომ მილი არის სუსტად გამტარი და კონტრასტი გადავიდა უმნიშვნელო რაოდენობით.
ამის პასუხად მითხრეს, რომ შანსი მაქვს, თუმცა ვინაიდან ანტიმიულერი დაბალია (ინვიტროში ანტიმიულერი არც უხსენებია იმ კაცს), ასაკი 30 გადაცილებული, მილი სუსტი - თუ შედეგი სწრაფად მინდა, შემიძლია ინვიტრო დავგეგმო.
აი ასე წყნარად და საქმიანად ამიხსნეს და არა მაჯახეს ანალიზების გარეშე იმ კაცივით. იმ წუთშივე გადავწყვიტე რომ მოცდას და ისევ ნერვების შლას ინვიტრო მერჩივნა.
შემდეგ ყველაფერი წარიმართა ისე როგორც ყველა სხვა სტაბდარტული შემთხვევა. რიგებიც იყო, ჩახდილიც ვუცდიდი და სკამზე ასულიც

მაგრამ დღესაც დაუფიქრებლად იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი. გამიმართლა და არც სამსახურიდან გამომაგდეს და შედეგიც, ღმერთის და ქეთის წყალობით, პირველივე ცდაზე მივიღე.
რისი თქმა მინდა - რა თქმა უნდა, მოწესრიგებული რიგები და შესვლა-არშესვლაზე ნერვიულობა საშინლად მაღიზიანებდა, ქეთის გადარბენები და მოუცლელობაც, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ეს ქალი ერთია და პაციენტი - უთვალავი. თუ დააწესებს გრძელვადიან რიგებს და დღეში დავუშვათ 10 პაცუენტზე მეტს არ მიიღებს, წარმოგიდგენიათ როდის მოგიწევთ ის გრძელვადიანი რიგი? მითუმეტეს რომ ყველას გვეჩქარება და შედეგი მალე გვინდა. მე პირადად ეს ქაოსი მერჩივნა, ვიდრე ეთქვათ შენ ეხლა 3 თვე დაიცადე და მერე გამოიარე მოწესრიგებულ რიგებშიო. უბრალოდ მედალს ორი მხარე აქვს. ფაქტია რომ ეს ქეთი ერთია და ამდენი პაციენტი რომ აწყდება, ათასად ვერ გაიჭრება. შესაბამკსად არის ეს ველური რიგები.
სამაგიეროდ, როცა გადაუდებლად დამჭირდა, დაუყოვნებლივ მიმიღო, თან არა ერთხელ. სხვა დროს მე რომ მიგვიანებდნენ, სხვას იღებდნენ ასე ურიგოდ იმიტომ ეომ იმას უფრო სჭირდებოდა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ მე ამ პერიოდში რაც დავინახე, კი რა თქმა უნდა, ძალიან შემოსავლიანი საქმე ჩანს, მაგრამ ამასთამ ერთად ქეთი არის ექიმობისთვის მოწოდებული ადამიანი, რომელიც აუტანელი დატვირთვის ფასად ამ ქაოსში მაინც ყველაზე მაგარ შედეგებს დებს. ხოდა ამის გამო დიდ პატივს ვცემ და ყოველთვის მადლობელი ვიქნები მისი, და ისევ რომ დამჭორდება მეორე ბავშვზეც უყოყმანოდ ჩავდგები მაგის ქაოტურ რიგებში.
მოკლედ, მადლობა ინვიტროს მომგონს და საქართველოში მის დამნერგავებს

ღმერთმა ყველას მისცეს საშუალება და დრო რომ საჭიროების შემთხვევაში ამ გზას მიმართოს